დასახარისხებელი პოსტები

ბაბუ

ჩემი სამსახურის სასადილოში ერთი მოხუცი კაცი მუშაობს. დილაობით სურსათის მძიმე ტომრებით დატვირთულს ვხედავ, შუადღეს კი მაგიდასთან მარტო მჯდარს და მოსადილეს. ჭაღარაა, სულ სუფთად და მოწესრიგებულად აცვია.

მე მიყვარს მოხუცები. მინდა ბედნიერები, ჯანმრთელები და დასვენებულები იყვნენ. მეცოდება ბაბუ, მძიმე ტომრებს რომ დაათრევს, მაგრამ, თან პატივისცემითაც ვიმსჭვალები მის მიმართ-ცხოვრებას რომ არ უშინდება და თავის საქმეს აკეთებს.

დღეს დილით ლიფტთან შევხვდით. დამინახა თუ არა მობრძანდითო, წინ გამატარა. მეც, ღიმილიანი, შევედი და ორივემ დაბლა დავიწყეთ ჩასვლა. უცებ ბაბუს მარჯვენა ხელის არათითზე ოქროს რგოლი შევნიშნე. ძალიან ამიჩუყდა გული. წარმოვიდგინე, რომ სახლში ჭაღარა ცოლი ელოდება ხელების კანკალით უმზადებს საღამოს ჩაის, დილით კი არარსებულ მტვერს აცლის ტანსაცმლიდან.

სიბერე ძალიან არ მინდა. მაგრამ თუ ასე სიყვარულით დავბერდებით, ყველაფერზე თანახმა ვარ!

85e23c49590d76d7ff2a1877a895c424ჩვენი ქორწილის წლისთავი, ვენეცია, 2064  წელი❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s