ყველაფერი ჩემ შესახებ

Thank’s a million!

ამ ბოლო დროს უზომოდ გულჩვილი გავხდი. უმნიშვნელო რამეზეც კი ყელში ბურთი მეჩხირება, ცხვირი მეწვება და თვალები ცრემლებით მევსება.

გული მიჩუყდება ბედნიერი ადამიანების, სიყვარულის, თანადგომის, სიხარულის დანახვაზე, სევდიანი ისტორიების მოსმენაზე…

გუშინ გული ნექტარმაც ამიჩუყა ერთი ძალიან კარგად დაგეგმილი და თბილი აქციით-thank’s a lot! პირობა მარტივია: შედიხარ, წერ მესიჯს, თუ ვის უხდი მადლობას და რისთვის და აქვეყნებ. სტიკერი მომენტალურად ჩნდება ნექტარის გვერდზე უამრავ სხვა მადლობას შორის. ამდენი პოზიტივის ერთად ყურება ძალიან სასიამოვნოა! და გულისამაჩუყებელიც: გუშინ მთელი საღამოს თავს კომპიუტერის მიღმა ვმალავდი, არ მინდოდა თანამშრომლებისთვის იმის ახსნა, თუ რატომ მიკანკალებდა ნიკაპი და მიბრწყინავდა თვალები.

1 2 3 4 5

მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ყველანი ჯანმრთელები ვართ.

მადლობელი ვარ დედაჩემის, რომელიც ჩემთვის მისაბაძი დედა და ადამიანია.

მადლობელი ვარ მამაჩემის, რომელიც ყოველთვის ყველაფერში გვერდში მედგა, არასდროს მოუხვევია თავისი აზრი და ყოველთვის ჩემით ამაყობდა.

მადლობელი ვარ ჩემი მეუღლის, რომელიც ამქვეყნად ყველაზე მზრუნველი, ყურადღებიანი, თბილი და ერთგული ქმარია.

მადლობელი ვარ ჩემი მამიდის, ბიძის, მამიდაშვილების, რომლებიც დედისერთობას არასდროს მაგრძნობინებდნენ.

მადლობელი ვარ ჩემი ახალი ოჯახის, რომელმაც პირველივე დღიდანვე საკუთარი შვილივით მიმიღო.

მადლობელი ვარ ბუსასი, ჩემი სასუნა კატის, რომელიც ყველაზე ფუმფულა და საყვარელი ვინმეა.

მადლობელი ვარ ჩემი მეგობრების, რომლებიც ცოტა არიან, მაგრამ მუდმივად არიან და სულ იქნებიან.

მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ამ ყველაფრის დანახვა და დაფასება შემიძლია.

7

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s