დასახარისხებელი პოსტები

Teach me tiger

რამდენი რამის დაწერა მინდა და თავს ვერ ვაბამ. 

მინდა მოგიყვეთ, თუ როგორ ვარ ჩემს ახალ ცხოვრებაში, რას ვსაქმიანობ, რა შეიცვალა და რა ხდება.

მაგრამ, თითქოს სიტყვებს ვერ ვუყრი თავს. მეორე კურსზე მარინა ვაშაყმაძემ ცარიელი ფურცლის შიშის დაძლევა გვასწავლა: დაწერეთ ის, რაც თავში მოგდითო. ყველანაირი შელამაზების, წინადადებების გალამაზების გარეშეო. ტექსტის დავარცხნას ყოველთვის შეძლებთ, წერის დაწყება კი-რთულიაო.

ჰოდა, ზუსტად ახლა ვიყენებ მის მეთოდს. სახლი გუშინდელი ამბების შემდეგ დალაგებულია, გვერდით ლევანის მაუსის წკაპუნი ისმის, მე ეიპრილ სტივენსი მაქვს ჩართული და კვირა დღის იდილიით ვტკბები.

პრინციპში, რაც ამ სახლში გადმოვედით ყოველი დღე იდილიაა. დილით ვიღვიძებ, ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და ვგრძნობ, რომ ძალიან ბედნიერი ვარ და ყველაფერი კარგადაა. 

მაცივარში გუშინდელი საღამოდან მორჩენილი ტირამისუ და სახლში დამზადებული ლიმონათია. ორივე მე გავაკეთე, ჩემი მეგობრებისთვის. და ორივეს კეთების პროცესით ძალიან ვისიამოვნე.

ხვალ სამსახურში წავალ.

და ეგეც კი მიხარია!

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s