დასახარისხებელი პოსტები

შაბათ-კვირა

მატარებელში ფეხი უხალისოდ შევდგი. მთელი კვირა ვატრენინგებდი თავს, რომ ორ უცხო ადამიანთან ერთად ერთ კუპეში ღამის გათენება ცუდი სულაც არაა და რომ არაფერიც არ მოხდა. უხალისოდვე შევაღე კუპეს კარი და სიხარულისგან ხტუნვა დავიწყე: შიგნით მხოლოდ ორი ადგილი დამხვდა! აწი მეცოდინება, რომ რბილ მოდერნიზებულ ვაგონებს უნდა მივეტანო.
გარეთ ვიღაც ქალი გულისწამღები ხმით არეკლამებდა ცივ წყალს. მატარებელი მალევე რომ არ დაძრულიყო გადავხტებოდი და მთელ მარაგს ვიყიდდი, ოღონდ კი გაჩუმებულიყო. მაგრამ, გადახტომა არ დამჭირდა-წავედით.
წავედით შაბათ-კვირის ბათუმში გასატარებლად.
ერთ საღამოს კომპიუტერთან ვიჯექი და ამინდის პროგნოზებს ვეცნობოდი. ჰმ, მომდევნო შაბათ-კვირას ბათუმში კაშკაშა მზეა.
ოკ.
ორშაბათს მატარებლის ბილეთები ვიყიდე.
სამშაბათს სასტუმრო დავჯავშნე.
ხუთშაბათს ახალი ზურგჩანთა ვიყიდე.
პარასკევს სამსახურის შემდეგ ტაქსი გავაჩერეთ და სადგურზე გაყვანა ვთხოვეთ.
*******
დილით ლევანმა გამაღვიძა. ლევანამდე გამცილებელს უბრახუნებია კარზე, მაგრამ მე არაფერი გამიგია: ყველაზე გემრიელად ტრანსპორტში მძინავს. ფანჯარაში ზღვა მოჩანდა. პატარა ტალღები იყო. ისე ლამაზად ლივლივებდა, რომ ჭუჭყიანი ფანჯრის იქითაც კი მსიამოვნებდა ყურება.
ჩამოვედით ულამაზესი სახელის მქონე სადგურში-მახინჯაურში. ტაქსისტს ჩვენი სასტუმროს მისამართი ვუთხარით და წამოვედით ბათუმში.
ოღონდ!
ეს ყველაფერი დილის შვიდ საათზე ხდება. ჩვენ კი ჩექ ინი თორმეტზე გვაქვს. ამიტომ, ზურგჩანთებში და შორტებში პირდაპირ ზღვაზე მივდივართ.
პლიაჟი ცარიელია, ზღვა გრილი, მზე ფანტასტიური, ნაპირზე მორბენალი კოკერ სპანიელის ლეკვი-უსაყვარლესი (პატრონი ზღვაში იყო შესული და ეს ნერვიულობდა).
“ნეტა ბუსამ გაიღვიძა თუ არა”
და მე ჩამთვლიმა.
*******
მზე.
ზღვა.
ერთმანეთი.
დელფინები.
ტბა.
სიმწვანე.
რუჯი.
სიყვარული.
********
ისევ მახინჯაური.
ისევ თბილისი. ოღონდ, სადგურიდან პირდაპირ სამსახურში.
და შემდეგი შაბათ-კვირები❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s