ყველაფერი ჩემ შესახებ

Preps for Big Day vol. 2

Brace yourselves

Big Day is coming!

როდესაც ნახევარი წლის წინ ამ პოსტს ვწერდი წარმოდგენაც არ მქონდა, რომ სულ ცოტა ხანში ჩემი საკუთარი დიდი დღე მექნებოდა. არა, ვიტყუები: წარმოდგენა როგორ არ მქონდა. აბა რისთვის ვიბრძოლე თაიგულისთვის ისე მედგრად, რომ თვით მარისაც კი არ ვაჯობე მის დაჭერაში?

ამ საღამოს ლევანი ხევსურეთში იყო. სმს მივწერე, რომ მის თავისუფალ ტრაშუნს მალე ბოლო მოეღებოდა, რადგან პატარძლის თაიგული დავიჭირე. ძალიან გაუხარდა და მე კიდევ ერთხელ გავიფიქრე, რომ ჩემი ტედ მოზბი ვიპოვე.

კარგია მეჯვარეობა. ქორწილისგან მხოლოდ პოზიტიურს იღებ და არაფერზე არ ღელავ: არც ეკლესიის არჩევაზე, არც რესტორნის დიზაინზე, არც ამინდზე, არც კაბის შეკერვის დედლაინზე და არც იმ ფოტოების ხარისხზე, რომელსაც ფოტოგრაფი მოგაწვდის. ამ დღით, უბრალოდ, ტკბები და პატარძალზე გაცილებით მშვიდად და რელაქსირებულად გამოიყურები.

სწორედ ასე ვიყავი ნახევარი წლის წინ. ანუკი ღელავდა და მე მიკვირდა, აჟიტირებული და სიხარულისგან აწიოკებული რატომ არ იყო. ახლა კი როდესაც ჩემი მეჯვარეა აღფრთოვანებული მოახლოებული სამი მაისით და მე კიდე დაძაბული შევყურებ კალენდარს ვხვდები, თუ რატომ არ ხტოდა მაშინ ჩემთან ერთად ანუკი.

ძალიან მიხარია, რომ მხოლოდ ქორწილზე ვღელავ. ივენთზე. მის წარმატებით ჩატარებაზე. საერთოდ არ ვღელავ იმაზე, რომ ჩემს ცხოვრებას ერთხელ და სამუდამოდ ვცვლი. დიახ, ამას მე ვწერ: ადამიანი, რომელიც მუდამ ორჭოფობს, უმნიშვნელო გადაწყვეტილების მიღებაზე დიდხანს ფიქრობს და რომელიც  ცვლილებებს ვერ იტანს.

ეს ყველაფერი კი ჩემი ტედ მოზბის დამსახურებაა. იდეალური ხომ არავინაა, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ ჩემი ბიჭი მართლაც იდეალურია.

იდეალურია ჩვენი ახლანდელი ყოფაც, იდეალური იქნება ქორწილიც. იდეალური იქნება ყველა ის წუთი და წამი, რომელსაც მასთან ერთად გავატარებ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s