დასახარისხებელი პოსტები

ახალი ჩვენ

ერთ შუადღეს ანუკიმ დამირეკა, შესვენებაზე ერთად გავიდეთ სადმეო. პეკინზე, ლუკა პოლარეში შევხვდი. დავსხედით დ ასაუბარი დავიწყეთ. უცებ მივხვდი, რომ ანუკის ყავის ჭიქაზე შემოჭდობილ ხელებს ვიყავი მიშტერებული, კერძოდ კი, საქორწინო ბეჭედს.

ეს ბეჭდები მანამდეც ბევრჯერ მინახავს. ბოლოსდაბოლოს, მეჯვარე ვარ და ჩემი ხელის მოწერით დავადასტურე მათი ლეგიტიმურობა. მაგრამ იმ დღეს ისეთი განცდა მქონდა, თითქოს პირველად ვხედავდი და დისონანსი შეჰქონდათ ჩემი მეგობრის თითებში.

სხვისი არ ვიცი და მე სწორედ ლუკა პოლარეში, ანუკის ქორწილიდან რამდენიმე კვირაში გავიაზრე, რომ ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. ძალიან მიყვარს ეს გამოთქმა-ახალი მსოფლიო წესრიგი დამყარდა.

ამ ამბიდან ნახევარი წელიც არ გასულა და ანუკის მალე მეც ბეჭდიანი ხელით დავხვდები და იგივენაირ შოკში ჩავაგდებ. ამერიკიდან ჩამოსულს ახალ სახლში ვუმასპინძლებ, სადაც მართლაც მე ვიქნები დიასახლისი და ვთხოვ, თავი ისე იგრძნოს, როგორც საკუთარ სახლში.

ჰოდა, ნუთუ ჩვენ ვართ ეს ორი ახალსახლიანი, ახალცხოვრებიანი, ახალბეჭდებიანი ადამიანები? ჩვენ, ვისაც ამდენი გვირბენია რაჭაში, გვიცურავია მდინარეში, დაღამებამდე გვისეირნია ჭალაში და გვგონებია, რომ ნებისმიერ ამვლელ-ჩამვლელ ბიჭს ჩვენ ვუყვარდით.

ზიგფრიდი და ლილონგი, როგორ უცებ გავიზარდეთ!

და რა კარგია, რომ ამ ახალ ცხოვრებაში ყველაფერი ისე კარგადაა, რომ უკან მოხედვისას სინანულის გრძნობა არ ჩნდება!

72431499-friendsCartoon

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s