დასახარისხებელი პოსტები

15 მარტი

ერთი წლის წინ ამ დღეს პარასკევი იყო, სამსახურში ვიყავი და ბავშვებს ველოდებოდი, ელენესთან უნდა წავსულიყავით. 

დალევას ყველა აპირებდა. მე-ცოტას, რადგან აცრების გამო რამდენიმე თვე წვეთი ალკოჰოლი არ მიმეღო და ვფრთხილობდი. 

მიუხედავად ამ გმირული გადაწყვეტილებისა, ბოლო ფხიზელ კადრში ოტიას და გულეს ვხედავ, რედ ბულში არაყს რომ მისხამენ🙂

მერე ყველაფერი ბუნდოვანია. არ ვიცი, რატომ მოვძებნე ლევანი და რატომ დავადე მხარზე თავი. თითქოს ვიგრძენი, რომ მსოფლიოში ყველაზე საიმედო ადამიანთან ერთად ვიყავი. მაშინ ჩვენ, უბრალოდ, მეგობრები ვიყავით და ვერცერთი ვერ წარმოვიდგენდით, რომ ერთი წლის შემდეგ ამ დღეს საქორწილო კაბაზე გავიდოდით!

ძალიან მიყვარს 15 მარტი, ლევანი, ელენე, ოტია, ქეთი, თამუნა, გულე, ელენეს სახლი, ყველა ის ადამიანი, ვინც იმ საღამოს იქ იყო. ამიტომაც მიყვარს:

Image

 

ყველას ბედნიერ 15 მარტებს გისურვებთ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s