ყველაფერი ჩემ შესახებ

E for Engagement

რას არ გააკეთებ სიყვარულისთვის.

მაგალითად, აიღებ ჭურჭლის სარეცხ სველ ღრუბელს ხელში და ცხიმიან ქვაბს გარეცხავ. შემდეგ მაგიდას ტილოს გადაუსვამ  აბაზანაში ხელების დასაბანად ისტერიულად გაიქცევი.

ეს ხუმრობით. არა, ქვაბი მართლა გავრეცხე, მაგრამ აწი ეს იშვიათი გამონაკლისი კი არა, ყოველდღიურობა იქნება. და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ საერთოდ არ მადარდებს ეს ახალი რუტინა და ქვაბების მთელი ლაშქრის დარეცხვაზეც თანახმა ვარ.

ბავშვობიდან სახლებს სუნით ვიმახსოვრებდი. გუშინ დავაფიქსირე, რომ ჩვენი ახალი სახლის სუნიც გაუჯდა ჩემს მახსოვრობას და როდესაც საჭმლით დატვირთულებმა კარი ფეხით შევაღეთ, ღრმად ჩავისუნთქე.

ამ წუთას ჩემს ძველ სახლში ვზივარ და ხვალინდელი დღისთვის ვაპირებ მომზადებას. ხვალ დიდი დღეა-15 თებერვალი. ვიღაცისთვის რიგითი შაბათი, ჩემთვის კი ნიშნობის დღე.

ნიშნობა.

ამ რიტუალს არც იურიდიული და არც რელიგიური დატვირთვა არ აქვს. ეს არის, უბრალოდ, დღე, როცა შენი საყვარელი ადამიანები ერთად იკრიბებიან და გეუბნებიან, რომ ძალიან უხარიათ თქვენი ბედნიერება, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ თქვენ კარგად იყოთ.

ჰოდა, რა გასაკვირია რომ ამ დღეს მოუთმენლად ველოდები.

და ყველაზე ლამაზი და ბედნიერი ვიქნები!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s