დასახარისხებელი პოსტები

ძველი დრო

წერეთელზე არის ერთი ასეთი მაღაზია-“ძველი დრო”. ყოველ დილით სამსახურისკენ მიმავალი ვფიქრობ, თუ რატომ მოუნდა მეპატრონეს ამ სახელის დარქმევა. ალბათ, ძველებურ ნივთებს ყიდის, ანტიკვარულს: შეხვალ და გარშემო ჩახუჭუჭებული ორნამენტების გარდა ვერაფერს ვეღარ ხედავ. ან, შეიძლება, სულაც უბრალო მარკეტია  და “ძველი დრო” მომხმარებლების ემოციურ განწყობაზე მოქმედებას ისახავს მიზნად. რაც ძველია-კარგია. ადრე ყველაფერი უკეთ იყო. სადღა გამოდის ახლა ისეთი ნივთები, როგორც მაშინ. და ათასი სხვა ბულშითი.

მე არასდროს შევალ იმ მაღაზიაში. ასე მგონია, ყველაფერს სიძველის სუნი ასდის და ვადაგასულია. სახელწოდებაც, პირიქით, უარყოფით ემოციებს მიჩენს. უარყოფითს რა, არასასიამოვნოს.

არ მესმის, რატომ უყვართ ადამიანებს ძველი დროის გაიდეალება. რატომ იხსენებენ ტკბილად თუნდაც იმ შავბნელ ოთხმოცდაათიან წლებს, თავისი შუქის მოსვლებით და კარაქიან პურზე მოყრილი შაქრებით. რატომ კეთდება საღამოები, სადაც ოთხმოცდაათიანი  წლების ატრიბუტიკით უნდა მიხვიდე და ჩაიძირო იმ საშინელ ეპოქაში, რომელიც, მადლობა ღმერთს, უკან დარჩა.

არადა, ჩემი ოთხმოცდაათიანებიც ისეთი იყო, როგორიც მათი: მეც მქონდა დენდი, დავრბოდი ეზოში, სანთლის შუქზე ვმეცადინეობდი, გენერატორიან მეზობელთან სერიალებს ვუყურებდი…

ალბათ, იმიტომ იხსენებენ კარგად, რომ ბავშვები იყვნენ და ყველფერი უხაროდათ. ბავშვობა მეც კარგად მახსენდება, მაგრამ რომ წარმოვიდგენ, რამდენად კარგი იქნებოდა ის იმ საშინელი წლების გარეშე, შემდეგ ოთხმოცდაათიანების ტუსოვკებზე წასვლის სურვილი მიქრება.

არც ის მესმის, თბილისის რამდენიმე კაფეში რატომ არის ძველებური ინტერიერი.

არ არის საჭირო ძველი დრო. არც მომავალი.

ახლა უნდა იცხოვრო.

მე იმ მაღაზიას სახელს გადავარქმევდი.

One thought on “ძველი დრო

  1. როცა ცხოვრებას მხოლოდ ერთ, რომელიღაც პერიოდში უწყობდი ფეხს და მხოლოდ იმ დროს იყავი “თანამედროვე”, მერე კი დრომ გაგასწრო და ისევ მოგონებებით ცხოვრობ, დღევანდელობის ნაცვლად, აუცილებლად დაარქმევ ყველაფერს რასაც სახელი ერქმევა “ძველ დროს” – თუნდაც იმიტომ, რომ ახლანდელ აქტიურ ცხოვრებას, მაშინდელი ლამპის შუქის სიმშვიდე გერჩივნა, და კარაქი, რომელიც თურმე უფრო გემრიელი იყო (ფუფ, სულ არ შევჭამ კარაქს :D)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s