დასახარისხებელი პოსტები

ფისო, ფისო

შაბათს მე და ლევანი სკამების საყიდლად საბაში ვიყავით წასულები. ვათვალიერეთ, ავარჩიეთ და გამოწერილი ქვითრით რომელიღაც საწყობთან მივედით. 

საწყობში რამდენიმე კაცი მუშაობდა, დიდები, სერიოზულები. სანამ სკამებს ტვირთავდნენ, მე მანქანაში ველოდებოდი. უცებ მესმის ბოხი ხმით ნათქვამი “ფისო, ფისო”. გადმოვედი და რას ვხედავ, ამხელა ტიპები ორ კატას უჩლიქავენ ენას და საჭმელს უყრიან. კატებმაც ცოტა დაიფასეს თავი, იკნავლეს, შემდეგ კი ჭამა დაიწყეს.

“ბაგირა, რა ლამაზია!”-აღტაცებით ამბობს ერთ-ერთი კაცი და სიყვარულით უყურებს კატებს. 

შემდეგ სკამების ჩალაგება დაასრულეს და საწყობში შებრუნდნენ.

არ ვიცი ვისი თეორიაა, რომ ცხოველების მოყვარული ადამიანები კეთილები არიან. მგონი, მართალია. 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s