დასახარისხებელი პოსტები

ჩემი 2013

ერთი წლის წინ, საახალწლოდ, ფეისბუქის ქავერი შევცვალე:

Image

მაშინ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ სანტა ამ მარტივ სურვილს აუცილებლად ამიხდენდა. ჩემი ბოლო მინიმალისტური პოსტების მსგავსად ესეც შეიძლებოდა აქ დასრულებულიყო, თუმცა, ამჯერად, უფრო დეტალურად მინდა გიამბოთ, თუ როგორი 2013 მქონდა.

ოღონდ, ცოტა შორიდან დავიწყებ.

2012 დრაკონის, ანუ-ჩემი წელი იყო. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ სიმბოლური დამთხვევის გამო ყველაფერი კარგად წამივიდოდა. თუმცა, მწარედ ვცდებოდი: პირიქით მოხდა. პირადი ცხოვრებიდან დაწყებული და სამსახურით დამთავრებული, ყველაფერი სტაგნაციის რეჟიმში გადავიდა. კარგი არაფერი არ ხდებოდა. მეგობრებს როცა ვნახულობდი, მოსაყოლი და სათქმელი არაფერი მქონდა. სამსახურიდან პირდაპირ სახლში მივდიოდი, ტელეფონს ვრთავდი და სერიალებს ვუყურებდი-არაფრის ინტერესი და ხალისი არ გამაჩნდა. ასე გავატარე (თითქმის) მთელი წელი. ახალი წლის ღამეს კი, უბრალოდ, დავიძინე.

ასეთი განწყობით და გამოცდილებით არც 2013-სგან ველოდი რამეს. ყველაფერი ელენეს დაბადების დღემ შეცვალა, სადაც მარტო იმიტომ წავედი, რომ life begins at the end of your comfort zone-ის პრინციპით ვიყავი გატაცებული. ჰმ, მართალი ყოფილა. წინა პოსტებშიც ბევრჯერ მაქვს ნახსენები, თუ როგორ მიყვარს ჩემი ახალი მეგობრები. ჰოდა, ისინი სწორედ იმ საღამოს მერე შევიძინე. იმ საღამოსვე ვიგრძენი, რომ ლევანს მოვწონდი. და იმ საღამოსვე ვიფიქრე, რომ სიჭი და ელენე კარგი წყვილი იქნებოდა. გავიდა ერთი წელი და ყველა ჩემი ვარაუდი ახდა: სიჭი და ელენე ერთად არიან, მე და ლევანი კი…

მთელი ცხოვრების გატარებას ერთად ვაპირებთ. ახლაც ჩვენი ახალი სახლიდან მოვდივარ, სადაც ყველაფერი სრულდება და ისეთი ლამაზია, როგორზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი! კარგია არქიტექტორის ცოლობა, უფრო უკეთესი კი ისეთი მაგარი არქიტექტორის ცოლობაა, როგორიც ლევანია! ის 2013 წლის ყველაზე ძვირფასი სიახლეა ჩემს ცხოვრებაში.

გარდა ლევანისა, წინა წელმა ელენე შემძინა, რომელსაც ჩემს საუკეთესო მეგობრებს შორის თამამად ვუჩენ ადგილს. ეს არის ადამიანი, რომლითაც მე მუდამ აღფრთოვანებული ვიყავი. და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი წელია გასული, ჩვენი მეგობრობა თითქოს უფრო მეტს ითვლის. ძალიან მიხარია, როცა მას ისეთ ბედნიერს ვხედავ, როგორიც ახლაა. მინდა, რომ მთელი ცხოვრება ასეთი გაბრწყინებული იყოს!

ჰო, კინაღამ გამომრჩა-პირველად ვიყავი მეჯვარე! ჩემი გოგოს ქორწილი იყო, ანუკი და თორნიკე დღეს ერთად ცხოვრობენ და ყველა დასახულ გეგმას ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევენ. მაგრები არიან. საერთოდაც, summer of love იყო. ამდენი შეყვარებული და გაბედნიერებული ადამიანი მე ერთად ჯერ არ მინახავს. ვირუსივით ვრცელდებოდა სიყვარული : ))

სწორედ ანუკის ქორწილის გამო იყო, რომ ეკას და გიას ქორწილში ვერ წავედი. ორივემ ორად გაყო ქორწილი და ორად გაყოფილებიც კი ერთმანეთს დაამთხვიეს!

გარდა პირადი ამბებისა, სამსახურის სტაგნაციამაც გაიარა და ამ ერთ წელში მნიშვნელოვნად გავიზარდე. დღეს კი ამ ტიტულის მფლობელი გავხდი, რამაც უზომოდ გამახარა!

Image

თუმცა, ყველაფერი ასე უდარდელადაც არ ყოფილა: აპრილში მამაჩემმა სერიოზული ოპერაცია გადაიტანა, აგვისტოში კი მარიმ ფეხი მოიტეხა და რეაბილიტაციის მძიმე კურსს შეეჭიდა. თუმცა, ორივე შემთხვევა ჩვენდა სასიკეთოდ დამთავრდა და ძალიან მიხარია, რომ უარეს შედეგებს ავცდით.

აი, ასეთი 2013 მწელი მქონდა მე. მგონი, პირველად ვაჯამებ წელს ასე დადებითად და პოზიტიურად. სანტამ ნამდვილად შემისრულა თხოვნა-მე, უბრალოდ, ბედნიერი ვარ.

ასე რომ, თამამად ჩაიფიქრეთ საახალწლო სურვილები. თურმე, სრულდება!

One thought on “ჩემი 2013

  1. I love you, ჩემო საუკეთესო მეგობარო! უშენოდ ნამდვილად არ ვიქნებოდით ასეთი გაბრწყინებულები!!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s