არმატურას დღიურები

25 years of summer, Mylpi Summer

მე და მარი ერთად გავიზარდეთ. ბავშვობიდან ზაფხულის სრულ სამ თვეს ერთად ვატარებდით და მომდევნო ცხრა იმ სამის მოსვლას ველოდებოდით. ბიულერბიუელი ბავშვები ხომ წაგიკითხავთ? ჩვენც ზუსტად ეგრე ვცხოვრობდით. სამი სახლი ერთმანეთს იყო მიმდგარი და ჩემსა და მარის სახლს შორის ცაცხვის ხის ნაცვლად ტყემლის ხე იდგა. მართალია, არასდროს გადავმძვრალვართ ხიდან სახლებში, მაგრამ ხომ იდგა? ყველა ერთად დავრბოდით და ვთამაშობდით, მაგრამ მე და მარი დიდად არ ვმეგობრობდით: მე უცნაურ ბავშვად ვთვლიდი (უმ კვერცხს და კარტოფილს ჭამდა) და მის თვალში სულ ტირილისთვის გამზადებული ბუტია ვიყავი. მერე გავიზარდეთ, მე და ანუკი დავმეგობრდით, მარისაც დავუახლოვდი და აღარც მე მიკვირდა უმი კარტოფილები და აღარ მარის-ჩემი სენტიმენტალური ხასიათი.

მარი ბავშვობიდანვე პიროვნება იყო. ჩამოყალიბებული, საკუთარი სამყაროს მქონე ადამიანი. საკუთარ სამყაროს ადამიანები ბავშვობაში კი არა, ზოგი მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ პოულობს და ნერვებაშლილი დახეტიალობს . მარი სულ სხვა იყო. შეეძლო არაფრისგან ყველაფერი შეექმნა, ერთი ჩვეულებრივი დღისგან დღესასწაული მოეწყო, გაცრეცილ ფოთოლშიც კი სილამაზე დაენახა… მახსოვს, ერთხელ რაჭაში ჩვენი სახლებიდან გამოვედით და სასეირნოდ წასვლა გადავწყვიტეთ. მარიმ კი მოიკიდა ზურგჩანთა და საპირისპირო მხარეს გაუხვია, ჩანახატების გაკეთების ხასიათზე მოვედიო. მაშინ დავაფიქსირე პირველად, რომ მარი უცნაური კი არა ძალიან ბედნიერი ადამიანი იყო, შეეძლო ჰარმონიაში ეცხოვრა საკუთარ თავთან და სხვებზე დამოკიდებული არ იყო. Falling in love with oneself is the beginning of a lifelong romance. ხოდა, ეგაა მარი.

მე მჯერა, რომ მარი მთელი ცხოვრება ბედნიერი იქნება. მიაღწევს ყველაფერს, რაზეც კი უოცნებია. ყველა კარს გააღებს, რომელსაც მოისურვებს. ყველაფერს შეძლებს, რასაც დაგეგმავს. უბრალოდ, დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება. მარიც დარწმუნებულია. და იმიტომაც იქნება ასე!

მგონი, არასდროს მითქვამს მისთვის, რომ ძალიან მადლობელი ვარ. მადლობელი ვარ , რომ ცხოვრების სიყვარული დამანახა, წვრილმანებით ტკბობა მასწავლა, მიზანდასახულობა მაჩვენა, დამოუკიდებელი ადამიანის მაგალითი გახდა… და, რაც მთავარია, ძალიან კარგი მეგობრები და ლევანი გამაცნო. რომ არა მარი, მე ვერასდროს ვიქნებოდი ასეთი ბედნიერი.

დღეს იისფერი მულფის დაბადების დღეა. არ ვიცი, ამჟამად რა ფერია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ფერადია.

გილოცავ, მარუს. ძალიან მაგარი გოგო ხარ და ძალიან მაგარ, საინტერესო და სიხარულით სავსე  ცხოვრებას გისურვებ. ვიცი, რომ მაგრად ხარ, დარბიხარ და მინდა ეგ განწყობა სიცოცხლის ბოლომდე გაგყვეს! 

One thought on “25 years of summer, Mylpi Summer

  1. ბედნიერებაა ასეთი მეგობარის ყოლა….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s