არმატურას დღიურები

დასაწყისი

ბევრი მეგობარი მყავს. მაგრამ, ცალ-ცალკე. ჩემი პირველი მეგობრული ჯგუფი არმატურა იყო.  არმატურა ზუსტად რას ნიშნავს, დღემდე არ ვიცი. ჩემთვის,უბრალოდ, რაღაც რკინებს. ჩემი არქიტექტორი მეგობრებისთვის, ალბათ, უფრო მეტს. გუნდი მარიმ შექმნა, რამდენიმე წლის წინ. ბევრჯერ მთხოვა, ითამაშე ჩვენთანო და, ერთხელაც, დავთანხმდი. გუნდში ხუთნი დამხვდნენ, ხუთივე არქიტექტორები: ელენე, თამუნა, ოტია, ლევანი და თავად მარი.

თავიდან ერთმანეთს მხოლოდ კვირაობით ვხვდებოდით და ერთი საათის განმავლობაში ათი კითხვის გამოცნობას ვცდილობდით. ხშირად-საკმაოდ წარუმატებლად. მაგრამ, ამ წარუმატებლობას, ისევე როგორც გუნდს, დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი და კომაროვიდან გამოსულს იქვე მავიწყდებოდა ყველაფერი, მომდევნო თამაშამდე. ასე გავიდა ერთი თუ ორი სეზონი.

2012 წლის სექტემბერში მარი გერმანიაში წავიდა. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა, მაგრამ გუნდის კაპიტნად მე დამტოვა. ისე, მართლაც ცუდი პერიოდი აარჩია: ყველაზე დემოტივირებული და დაბნეული ადამიანი ვიყავი მსოფლიოში. უაზროდ მიღოღავდა დღეები და მართლა არ ვიცოდი, რა მექნა. სამსახური-სახლი, სამსახური-სახლი და ა.შ. ერთხელაც, სრულიად შემთხვევით, სკაიპში ქეთის მივწერე. მანაც, ასევე სრულიად შემთხვევით, სტამბოლში წასვლა შემომთავაზა. მეც, ამჯერად სრული გააზრებით, ბილეთი ვიყიდე და მივწერე, რომ მივდიოდი. ქეთი გამოშტერდა. გამოშტერდა ყველა, ვინც ჩემგან ასეთ სპონტანურ გადაწყვეტილებებს არ არის მიჩვეული. ერთი კვირის მერე წავედით.

არ ვიცი, რამ მოახდინა გავლენა: ახალმა ნაცნობობამ, ქალაქმა, შთაბეჭდილებებმა თუ რამ. ფაქტია, რომ იქიდან სხვა ადამიანი ჩამოვედი: მიზანდასახული, საკუთარ თავში დარწმუნებული და ახალი ცხოვრების დასაწყებად გამზადებული. ჰოდა, როდესაც გუნდში ახალი წევრი დაგვჭირდა, ბევრი არ მიფიქრია და ქეთი მოვიყვანე: ქერა, სინგლ გოგო, სწორედ ასე გავაცანი გუნდელებს . ასე დაემატათ არქიტექტორებს ორი არაარქიტექტორი. მაგრამ, არმატურა არმატურად დარჩა, ანუ რაღაც რკინებად.

ამ შემადგენლობით დავიწყეთ ახალი სეზონი. ამჯერად, თამაშიდან თამაშამდეც ვფიქრობდი ამ ადამიანებზე და წარმატება-წარუმატებლობაზეც. ნელ-ნელა ვხურდებოდოდით და ამ მოთელვაში უდიდესი როლი ელენემ ითამაშა. ელენეს საღამოებმა.

ოო, ელენე ცალკე თემაა. ელენე ცალკე იმსახურებს პოსტს.

To be continued…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s