დასახარისხებელი პოსტები

ბნელი დღე

დილით იღვიძებ და ბნელა. საათს დახედავ-ცხრა საათია. არც ისე ადრეა და არც ისე ზამთარია, რომ ამ დროს დღის შუქი არ იყოს. მაინც თავს იმშვიდებ, ნოემბერია და რა მოხდაო. ძილის შებრუნებას ცდილობ, მაგრამ შენმა ორგანიზმმა არც შაბათი იცის და არც-კვირა. აღარ გეძინება, თითქოს სამსახურში მიდიოდე.

ლოგინში წამოჯდები, იოტას მოიმარჯვებ და ცდილობ რაიმე წაიკითხო. არა, არ გეკითხება. მეტი რა გზა გაქვს, დგები. ათი, თერთმეტი საათია-ისევ ბნელა. ნერვები გეშლება, რადგან დღის გეგმები წყალში გეყრება-სადაა მზე და ყვითელი ხეები. კომპიუტერთან ჯდები, ფეისბუქს ხსნი, ცვლი ფერად ქავერ და პროფაილ ფოტოებს შავ-თეთრზე. მოკლედ, იქცევი ისე, როგორც უნდა იქცეოდეს ცუკერბერგის ნამდვილი მონა.

მერე საათობით დგახარ ცხელი შხაპის ქვეშ და დებილობებზე ფიქრობ. გამოდიხარ, ცხელ ყავას იკეთებ, კატას კალთაში ისვამ და ფიქრობ, რომ მაინც რა სულელი ხარ!

დგები, შუქს ანთებ და აღარ ბნელა.

აღარ არის ბნელი დღე❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s