დასახარისხებელი პოსტები

სასურველი მოტივატორი

ორი წლის წინ ეიჩარის ტრენინგზე ერთი სავარჯიშო მოგვცეს: სამსახურეობრივი მოტივატორები ათბალიანი შკალის მიხედვით უნდა შეგვეფასებინა. მახსოვს, რომ უპირატესობა კოლექტივს, ხელფასს, განვითარებას და კიდევ რაღაცას მივანიჭე. ბოლო ადგილზე საზოგადოების სასარგებლოდ შრომა დავტოვე. მართლაც, ეს მოტივატორი ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.

მაშინ.

არ ვიცი, ახლა რა შეიცვალა. ძალიან ხშირად მინდება რაღაც ისეთს ვაკეთებდე, რის შედეგად ვიღაც უკეთ იქნება, რამეში დაეხმარება და ხელს შეუწყობს. მინდა, რომ საქმით დაღლილს სწორედ ეს ფიქრი მმატებდეს ძალას და არა ხელფასის ან სხვა ბენეფიტის მოლოდინი. მინდა ვგრძნობდე, რომ ჩემს მიერ გაწეული შრომა ვინმეს რეალურად რგებს. 

საზოგადოების სასარგებლოდ მინდა ვშრომობდე. დღეს რომ ვაკეთებდე იმ სავარჯიშოს, ამ მოტივატორს დიდ, ათ ბალს მივანიჭებდი. 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s