დასახარისხებელი პოსტები

დღეს 16 ოქტომბერია და ყველაფერი შესანიშნავადაა!

რამდენიმე დღის წინ ერთმა ნაცნობმა მკითხა, როგორ მიგდის საქმეები, როგორ ხარო. მეც დაუფიქრებლად ვუპასუხე, რომ ყველაფერი ძალიან კარგადაა.

ვინც ახლოს მიცნობს იცის, თუ როგორ იშვიათად ვამბობ ამ სიტყვებს და როგორ იშვიათად ვარ კმაყოფილი ცხოვრებით. მე, რომელიც სულ ცუდის და ნეგატიურის დანახვას ვარ მიჩვეული სრულიად გუწლრფელად ვამბობ, რომ ყველაფერი მართლაც ძალიან კარგადაა და მართლაც ძალიან ბედნიერი ვარ!

ამბობენ, რომ შენი სიხარულის შესახებ ხმამაღლა არ უნდა იყვირო, რომ არ გაითვალო და ათასი სისულელე. თუკი ცუდად ყოფნისას ამაზე ლაპარაკის და წუწუნის მეტს არაფერს ვაკეთებთ, რატომ არ უნდა გავუშვათ დადებითი ემოციები ჩვენ გარშემო?

ხანდახან ვფიქრობ, რითი დავიმსახურე ეს ყველაფერი: სტაბილურობა და ბედნიერება, არაჩვეულებრივი ადამიანი გვერდით, სამსახურის ამბები და ახალი მეგობრები (ჰო, არავინ თქვას, რომ ნამდვილ მეგობრებს მარტო ბავშვობაში იძენ). ხანდახან მგონია, რომ ძალიან ბევრია და მეშინია.

მაგრამ, ხანდახან.

აღარ შემეშინდება ბედნიერების და ამის ხმამაღლა თქმის!

ყველაფერი ძალიან კარგადაა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s