ყველაფერი ჩემ შესახებ

ბანკეტი

ახლა რომ ვუფიქრდები, ვხვდები, რომ ბანკეტზე ყველას ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა გვქონდა. უბრალოდ ვიცოდით, რომ კაბები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები უნდა გვცმოდა, მაკიაჟი გვკეთებოდა და თმები სალონში დაგვევარცხნა. მე, პირადად, პირველი ვარცხნილობა სალონში სწორედ ბანკეტისთვის გავიკეთე. მანამდე მხოლოდ თმის შეჭრა-დავარცხნით შემოვიფარგლებოდი.

არადა, ვის ეცალა მაგისთვის: გამოცდები კარზე იყო მომდგარი და დედლაინის მოახლოების გამო ყველა ისტერიულად დავრბოდით მასწავლებლებთან და გვეგონა დედამიწა ჩვენი ჩაბარება/არ ჩაბარების გარშემო ტრიალებდა. მაშინ ვერც კი წარმომდგენა, თუ არსებობდა საქართველოში ადამიანი, რომელიც ეროვნულ გამოცდებზე არ ფიქრობდა. თურმე არსებობდა და თან-რამდენი! ახლა, მაგალითად, საერთოდ არ მახსოვს ხოლმე როდის მოდის ეს ღირსშესანიშნავი თარიღი და როდის იწყებენ მასწავლებლებთან ისტერიულ სირბილს აბიტურიენტები.

მოკლედ, ასე თუ ისე, მაინც ვემზადებოდით. მაღლებზე პირველად სწორედ ბანკეტზე დავდექი. დედაჩემმა და მისმა დაქალმა ერთ-ერთი გაკვეთილი გამოსული მაღაზიაში გამაქანეს და ამირჩიეს ყველაზე მოუხერხებელი და მტკივნეული ფეხსაცმელი, რაც კი შეიძლება ჩაიცვა. ნამდვილად არ ვიცი, რატომ გამიმეტეს წვრილი ქუსლისა და ღია, გადასაჭერებიანი ფეხსაცმლისთვის. სწორედ მათ გამო ჩემი ხანმოკლე ბანკეტის ნახევარი იატაკზე ტყაპუნში გავატარე.

კაბა დედაჩემს წინასწარ ჰქონდა არჩეულ/ნაყიდი. მე იმ პერიოდში თავში მაგრად მიქროდა, გოთებს პატივს ვცემდი და ბანკეტზე ასე მინდოდა წასვლა:

პრინციპში, რომც წავსულიყავი რა-სიცილით დავათვალიერებდი ძველ ფოტოებს. სანაცვლოდ ზარას ლამაზი კაბა მეცვა, რომლის გაპროტესტების დრო და ნერვები დედლაინის გამო არ მქონდა.

ბანკეტი ივლისის ერთ ცხელ საღამოს გვქონდა. სალონი იქსი გახსოვთ? ვარაზის ხევთან იყო და მაშინ ჯერ კიდევ ახალბედა ვაჟა ჩემს გრძელ, წელამდე თმას ახვევდა. მისი შრომა და ჯაფა არ დაფასდა-რამდენიმე საათში თმა ისე გამისწორდა, თითქოს ცხოვრებაში არ დახვეულიყოს. სწორედ მაშინ დავფიქრდი პირველად ქიმიურ დახვევაზე.

ვიჯექი სალონში, თავი შეყოფილი მქონდა რაღაც მოწყობილობაში და ვფიქრობდი, რომ იმ საღამოს ძალიან ლამაზი ვიქნებოდი. რა ვიცოდი, რომ ეს ჩემი სილამაზე ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდებოდა ისევ და ისევ ბანკეტის გამო. მაკიაჟი სახლში ჩემით გავიკეთე. თვალებს მანამდეც ვიხატავდი. ჰო, მართლა. ჩემი სკოლის პერიოდში მოსწავლეები მაკიაჟს არ იყენებდნენ🙂 საკმაოდ ბევრი ვინერვიულე მეცხრე კლასში, ფანქრიანი თვალებით მივიდოდი კლასში. ახლა კი… თუმცა, არ გვინდა ეს ბებრული “ახლა კი”. მოკლედ, გავიკეთე ჩემით მაკიაჟი და მე, დედაჩემი და მამაჩემის ძმაკაცი (რა შუაში იყო?) მამაჩემის თეთრი ვოლგით (🙂  ) წავედით რესტორანში.

იქ ყველაფერი ტრადიციულად განვითარდა. ტრადიციული იყო ის ჩხუბიც, რომელიც ღამის სამ საათზე მოხდა და რის გამოც ყველაფერი ჩაიშალა, დამთავრდა და მორჩა.

ოთხ საათზე სახლი ვიყავი და ღრმად მეძინა.

ეგეც ჩემი ბანკეტი. ტყუილად არ მქონია მასზე ბუნდოვანი წარმოდგენა.

5 thoughts on “ბანკეტი

  1. მეც მეცინება ახლა ჩემი ბანკეტის გახსენებაზე.
    იმის გამო, რომ არაფრის აზრზე არ ვიყავი. კაბა რომელიღაც დიზაინერთან შევიკერე და ეს “ნაცნობობით” 300 ლარი დამიჯდა. ფეხსაცმელიც, გინდა თუ არა ქუსლიანი უნდა იყოსო და ჩემი სიმაღლიდან გამომდინარე, რაღაც ბებრული ბასანოჩკები ვიყიდე 3-4 სანტიმეტრიან ქუსლზე… ახლა რომ ვუყურებ, ალბათ, 50 წლის შემდეგ გამომადგება )) თმა და მაკიაჟიც რომელიღაც უცხო სალონში გავიკეთე საკამოდ ძვირად. საბოლოო ჯამში კი, თავს ისე არაკომფორტულად ვგრძნობდი, რომ ბანკეტის პირველ საათზე ჩაშლა მოსალოდნელი ჩხუბის თავიდან არიდების მიზნით სულაც არ მწყენია ))

  2. თქვენც ჩაგეშალათ? : )))) ეტყობა რაღაც ტენდენცია იყო ეგეთი იმ დროს : ))

  3. ჰო, ერთერთი გოგოს თაყვანისმცემელი მოვიდა, ვარდების დიდი თაიგული მოიტანა და ყველა გოგოს დაგვირიგა, მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ ეს გოგო ჩვენს ერთ კლასელ ბიჭსაც მოსწონდა და მათ შორის ჩხუბი რომ არ მომხდარიყო, პირველ საათზე დაგვშალეს )))

  4. ღამის სამ საათზე თუ დაიშალეთ რაღატო ჩაიშალა? ბანკეთი გათენებამდეა?😀 ვახ, არ ვიცი, მე აბიტიენტი ვარ და არ ვიცი რა მელის წინ, ზუსტად ასე ვარ, როგორც შენ გაქვს აღწერილი, მგონია რომ მართლა მთელი სამყარო იმაზეა დამოკიდებული, ჩავაბარებ თუ არა (facepalm) და ეს უფრო მეტად მძაბავს ;(
    მე ბანკეტზე კედებით მინდა წასვლა ^_^ ბოლო ზარზე მინდა სლეშივით მეცვას😀 და ასეთი არატრადიციული აზრები მაწუხებს… ალბათ არავინ წამიყვანს მეწყვილედ😀

  5. რა ვიცი, დილამდე ჰქონდა ყველას ბანკეტი ჩვენ გარშემო : ))) სამი საათი ადრეა დასაშლელად, იმჰო. დაშლაცაა და დაშლაც თან : )))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s