as it is · ყველაფერი ჩემ შესახებ

ჩვენი ადამიანები

არა, ერთი ნახვით შეყვარების მეც არ მჯერა. ვინ იცის, რამდენ ადამიანს აუვლია ჩემთვის გვერდი ამის გამო, მაგრამ არ მჯერა და რა ვქნა?

ეს პოსტიც საერთოდ სხვა რამეზეა. იმაზე, თუ როგორ ვერ ვამჩნევთ ადამიანები ჩვენ გარშემო ბედნიერებებსა და ჩვენ ადამიანებს.

ცოტა ხნის წინ ერთი ჩემი მეგობარი წუწუნებდა, საერთოდ არ მაქვს მასთან საერთო ინტერესებიო: არც საერთო ფილმები მოგვწონს და არც-წიგნებიო. ისიც არ ვიცი, რა მუსიკას უსმენს, ან თუ უსმენს საერთოდო. და მანდ პირველად დავფიქრდი იმაზე, თუ როგორი კლიშეებით ვყოფთ ადამიანებს “ჩვენებად” და “სხვისებად”. აი, რა მნიშვნელობა აქვს ფილმებსა და წიგნებს? ერთად ნახავთ ან ერთად წაიკითხავთ, ბოლოსდაბოლოს. მთავარია, ერთი ფასეულობები, ღირებულებები და მსგავსი შეხედულებები გქონდეთ ცხოვრებაზე. დანარჩენი იმდენად უმნიშვნელოა, რომ თავადაც გაოცდებით.

იმის თქმა მინდა, რომ ადამიანები უნდა შევამჩნიოთ. ისეთებიც, ვისთან ურთიერთობაც ვერ წარმოგვიდგენია, რადგან “არაფერი გვაქვს საერთო”. შეიძლება სწორედ ის იპოვე, ვინც გჭირდებოდა, შენ კი რაღაც სისულელეებს ეკიდებოდი და ისე აუვლიდი და ჩაუვლიდი, რომ ვერ ხვდებოდი მის არსებობას.

ეს ჩემი მეგობარი სულით მკვეთრი ლიბერალია და გავეხუმრე, რატომ ხარ ასე გულაცრუებული, ერთსქესიანთა ქორწინებას არ უჭერს-მეთქი მხარს? არაო. აბა, დედას აგინებს და მოკვლით ემუქრება-თქო? არაო, ამბობს, ყველამ ისე იცხოვროს, როგორც უნდათო. აბა, რა გინდა-მეთქი? რა ვიცი, არაფერიო.

ჰოდა, დღეს ერთად არიან. არც წიგნები უშლით ხელს, არც მუსიკა და არც ერთსქესიანი ოჯახები.

მე რა შემიძლია ვთქვა? მე და ჩემი ტედ მოზბი ძალიან დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ. მაგრამ, “ცნობას” იქით არასდროს არაფერი წასულა. სანამ ერთ დღეს არ მოგვივიდა თავში აზრად, რომ ერთად ძალიან კარგად ვართ. და სანამ მეც არ დავაფიქსირე, რომ ჩემი ტედ მოზბი ვიპოვე.

ასე რომ, კარგად უნდა დავაკვირდეთ ადამიანებს. ისეთებსაც, რომლებთანაც “საერთო არაფერი გვაქვს”. შეიძლება მართლაც ისე ავუაროთ და ჩავუაროთ, როგორც პოსტის დასაწყისში ჩასმულ სურათზეა გამოსახული.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s