as it is

წარმატებული ურთიერთობები

სოციალურ კონფლიქტებს ერთი ძალიან კარგი ლექტორი მიკითხავდა. ფრიდრიხი ერქვა. რამდენიმე წიგნი ჰქონდა ამ საკითხისთვის მიძღვნილი, თავისი სავარჯიშოებით და ამბებით. მისი ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ადამიანებს კონფლიქტის უნარი უნდა ჰქონდეთ და წარმოქმნილ დაბრკოლებებს არ უნდა შეუშინდნენ და უკან დაიხიონ. პირიქით, კონსტრუქციულად დაამუშაონ და მისგან სამომავლო სარგებელიც მიიღონ.

ერთხელ ოჯახზე ვკითხეთ და გვიპასუხა, რომ მალე დაოჯახების ორმოცდაათ წელს იზეიმებენ. ყველანი აღვფრთოვანდით, ორმოცდაათი წელი ხუმრობა საქმე არაა.  მითუმეტეს მაშინ, როცა სამსახურით იმდენად ხარ მოცული, რომ ოჯახისთვის და ახლობლებისთვის სულ ნაკლები დრო გრჩება. იქნებ დღევანდელი ცხოვრების ტემპია აჩქარებული და ადრე ყველაფერი სხვაგვარად იყო?

არაფერიც. ურთიერთობების დინამიკა არ იცვლება. ადრეც ასე უყვარდათ, ასე ტკიოდათ, ასე განიცდიდნენ და ასე ცხოვრობდნენ. უბრალოდ, წარმატებულ ურთიერთობებს (ისევე, როგორც ნებისმიერ წარმატებულ რამეს) მუშაობა სჭირდება. ფიქრს, ზრუნვას და სწორ მიდგომას მოითხოვს.

მაგალითად, ბატონმა ფრიდრიხმა გაიხსენა, რომ ისიც და მისი ცოლიც საშინელი მწეველები იყვნენ. რამდენიმე შვილი ჰყავთ და ყოველ ორსულობაზე ერთად ანებებდნენ თავს მოწევას. მას მაინც ხომ შეეძლო მოწევა?  მაგრამ, რატომ? შვილი ორივესია, პასუხისმგებლობაც. შესაბამისად, მარტო მის ცოლს რატომ უნდა ეწვალა თამბაქოსთვის თავის დანებებაზე და ქმარს, მარტივად, განეგრძო, ვითომც აქ არაფერია?

და კიდევ ერთი მარტივი ხერხი გვასწავლა. ქორწინების დღეს ერთსა და იმავე რიტუალს ასრულებენ. ერთმანეთს ბარათებს გადასცემენ, სადაც სამი მარტივი წინადადებაა ჩამოწერილი:

  1. I offer to do more often / new:
  2. I offer to do less / to stop doing:
  3. I offer to go on doing…:

სულ ესაა. პარტნიორებმა უნდა იცოდნენ ერთმანეთის სურვილების და პრიორიტეტების შესახებ. ისიც უნდა იცოდნენ, თუ რაზე უნდა იმუშაონ და რა გამოასწორონ. და ორივემ უნდა შეიტანოს წვლილი იმაში, რასაც წარმატებული ურთიერთობები ჰქვია.

თქვენი არ ვიცი და მე მომავალი წლისთვის ასეთი ბარათი მზად მექნება.

და, იმედი მაქვს, სანაცვლოსაც მივიღებ ^^

2 thoughts on “წარმატებული ურთიერთობები

  1. ❤ და კიდევ რა გამახსენდა იცი? ბოლოს, არასამთავრობოების კონსულტირებას ვინც გვიკითხავდა, იმას 5 შვილი ყავდა და 12 (თუ სწორად მახსოვს) შვილიშვილი. ეს პენსიონერი კაცი თავის მეუღლეს პატარა ბიჭივით ახსენებდა ხოლმე. ყურებამდე იყო შეყვარებული და ასე გვითხრა – ჩემი ცოლი ჩემი ცხოვრების სასიამოვნო დამატებაა, მე მის გარეშე ზუსტად იგივე რამეები შემიძლია ვაკეთო რაც მასთან ერთად, ზუსტად ისე ვიცხოვრო, როგორც ახლა – მე არ მჭირდება არც მისი მოვლა და არც არაფერი მისგან – ის მხოლოდ იმიტომაა ჩემი ცოლი, რომ ჩვენ გვსიამოვნებს ერთად ყოფნა და ეს ასეა უკვე 50 წელზე მეტიაო :):):)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s