ყველაფერი ჩემ შესახებ

ძილი, როგორც ასეთი

გახსოვთ, მაკონდოში უძილობა რომ დაემართათ? არავინ იცოდა, საიდან მოვიდა ეს სენი.  ჯერ ღამეებს ათენებდნენ, მერე დღისითაც ვერ იძინებდნენ, მერე ყველაფერი ავიწყდებოდათ და ასე. ბოლო სტადია არ მახსოვს რა იყო, მაგრამ თუ არ გძინავს და არაფერი არ გახსოვს, რა არის ცხოვრება?

ასე და ამ მასშტაბებით არა, მაგრამ სიამოვნებით დავიმართებდი უძილობას ცოტა ხნით. მჭირდება. არადა, საპირისპირო მემართება. შემიძლია ყველგან და ყოველთვის ვიძინო.  არც ყავა მშველის, არც რედ ბული და არც უამრავი დედლაინი, რომელიც კარზე მაქვს მომდგარი.

მე მინდა მეძინოს

  • ბევრი
  • მშვიდად
  • რბილად
  • წყნარად
  • დიდხანს
  • გემრიელად
  • მყუდროდ
  • უსაქმოდ

 

post-59-1350555227

და ეს ძილი მარტო სასიამოვნო და საინტერესო მოვლენებმა შემაწყვეტინონ!

 

541487_292706250828174_436972274_n

4 thoughts on “ძილი, როგორც ასეთი

  1. გუშინ ვფიქრობდი ზუსტად, ნეტა სულ არ იყოს მეთქი ეს ძილი… ისე მალე გადის გაღვიძებიდან დაძინებამდე დრო, რომ შეგრძნება მაქვს, თითქოს ვერაფერს ვასწრებ… არადა დიდხანს საერთოდ არ მძინავს (კვირის გარდა)… სადღაც 3-4 საათისთვის ვიძინებ და 9-ზე ვიღვიძებ, მაგრამ მაინც დროის უკამრისობა მაქვს😦

  2. Haha amaze gamaxsenda axla. Im dges chemma single megobarma dilit 11saatze momwera, dila mshvidobisao da imdeni vicine. Gamaxsenda, sanam Ezra meyoleboda, mec rom 11 dila megona da axla ukve shuadgea, lamis vsadilobt am dros😀

    Ise rom, izine da isiamovne, sanam dro gaqvs.

  3. სამაგიეროდ, ისეთი ეზრა გყავს შენ, რომ ყველანაირ ძილს ჯობია : ) ვისაც ეზრები არ გვყავს ისევ ძილით ვინუგეშებთ თავს🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s