დასახარისხებელი პოსტები

მე და კომპანია “მილანგი”, ნაწილი 2

არ ვიცი, თავის დროზე რატომ არ დავწერე ეს პოსტი.  ახლა გამახსენდა და სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს პრინციპი ავამუშავე.

მოკლედ, თუ გახსოვთ,  მე და ამ კომპანიას დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს. ყველაფერი რამდენიმე წლის წინ წინ დაიწყო და 2012 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა.

მოკლედ, 2012 წლის სექტემბრია, სამსახურში ვარ და რეკავს მობილური, უცხო ნომერი. ვუპასუხე და მამაკაცის ხმაა, მილანგს ახსენებს. აღარ ვაცალე ლაპარაკი, უკვე დაზეპირებული ტექსტი გავუმეორე და ის იყო ტელეფონის გათიშვას ვაპირებდი, რომ სიცილნარევი “მოიცადეთ, ერთი წუთით” გავიგე.

წინა პოსტში ვწერდი:

თუკი რომელიმე მილანგელი დაგუგლავთ თქვენს კომპანიას და ამ პოსტს ნახავთ, შეცვალეთ ის ინფორმაცია და თქვენი ნომერი ჩაწერეთ

ჰოდა, ერთ დღესაც მართლაც დამჯდარა მილანგის დირექტორი, დაუგუგლავს თავისი კომპანია და ჩემს პოსტამდე მისულა. Yay, ბლოგინგის ძალა🙂🙂

ძალიან ბევრი ვიცინეთ, მადლობა გადამიხადა თანამშრომლობისთვის და სამსახურიც შემომთავაზა. თუ რამე, გორში მივდივარ და მილანგელი ვხდები, სტაჟი კი მაქვს უკვე.

ჰოდა, რატომ გამახსენდა ეს ამბავი. დღეს დილით დეჟა ვუ დამემართა: რეკავს ვიღაც ტიპი რვა საათიდან და კითხულობს ვინმე კახას. სადღაც სამჯერ ვუპასუხე, რომ სხვაგან ხვდებოდა. ბოლოს ვიფიქრე, ჩემს ექსთან ხომ არ რეკავს ვინმე თქო და ჩავეძიე, ვინ კახა უნდოდათ. გორში, წისქვილში რომ მუშაობსო და მეთქი აე, მილანგი2 დაიდო🙂🙂

ცოტა მერე დავჯდები, რისერჩს ჩავატარებ გორში არსებული წისქვილების შესახებ. მომდევნო მომხმარებლებს მომზადებული ხომ უნდა დავხვდე? თორე, აგერ ამ კახას ვერაფერში გამოიყენებს კაცი…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s