ყველაფერი ჩემ შესახებ

კვანძი

ძალიან მინდა მართლა ისეთი ვიყო, როგორსაც სხვები მხედავენ. სხვები რა, ის ადამიანები, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. მათ შეფასებებს და დამოკიდებულებას როცა  ვისმენ, გულწრფელად მიკვირს ხოლმე-რატომ რჩებათ ჩემზე ასეთი კარგი და პოზიტიური შთაბეჭდილება.

მე ჩემი თავი არასდროს მიყვარდა. ალბათ, ეს არის ჩემი ყველა პრობლემის სათავე. არასდროს მომწონდა, რას ვაკეთებდი, როგორი ვიყავი. სულ ვაკრიტიკებდი ჩემ თავს და ყველაფერს ვუწუნებდი.

რატომ ვლაპარაკობ წარსულში? დღესაც ასეა. როგორც არ ვცდილობ, რომ გამოვსწორდე და შემიყვარდეს ჩემი თავი, არ გამომდის. არ მომწონს. მეტს ვითხოვ, რასაც ვიღებ-ვუწუნებ.

მოდი და ამის მერე ნუ გაგიკვირდება პოზიტიური ფიდბეკი. არადა, ყველას ვახსენებ, think positive-თქო და მე თავად მავიწყდება.

პატარა რომ ვიყავი დედა მასწავლიდა, რომ როცა ყველას ჩემთან აქვს პრობლემა, ესე იგი, ეს პრობლემა ჩემშია და ამდენი ადამიანი ერთად არ ტყუის. თუკი დავუშვებთ, რომ ეს დებულება სწორია, მაშინ გამოდის, რომ ყველა ის ადამიანი, რომელსაც მე ძალიან მაგარი ვგონივარ მართალია და მე-ვცდები.

ეს ის შემთხვევაა, როცა მთელი გულით მინდა ვცდებოდე…

BAHsRD2CIAAmRu7_large

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s