ყველაფერი ჩემ შესახებ

თებერვლის საღამო

თებერვლის საღამოა მშვიდი

ხიდან ხეზე ჩიტი არ გადაფრენილა, სძინავთ უკვე.

ახლა ღამის თორმეტის ნახევარია და სამზარეულოში ვზივარ. მაგიდაზე ჩაის ნაცვლად ლეპტოპი მიდევს და ღუმელის შიშხინს ვუსმენ. ღუმელში ნამცხვარი ცხვება. ჰო, ამ ბოლო დროს ცხობამ გამიტაცა. მე ტკბილეულს ვერიდები, მაგრამ ოჯახის წევრები და ახლობლები კმაყოფილები არიან. გუშინ დედას დავპირდი ხრაშუნების გამოცხობას და ახლა ვუსრულებ.

გვერდითა ოთახიდან ფეხბურთის ხმები შემოდის. მგონი, ჩემპიონთა ლიგა დაიწყო. სპორტის ეს სახეობა სკოლის პერიოდიდან აღარ მიტაცებს და, ამიტომ, მონოტონური ზუზუნის მოსმენითა და დიმა ობოლაძის (არა, გვარი მართლაც საუცხოო აქვს) ხმის ატანით შემოვიფარგლები.

ბუსამ ბევრი ითამაშა ჩემს თმის რეზინასთან და ახლა ღონეგამოცლილი საწოლზე გდია, ისვენებს. კარის გაღებასა თუ შუქის ანთებაზე ცალ თვალს ახელს და მერე ისევ ხუჭავს. რა ედარდება. ჩემი ნამცხვარი მას არ ეჭმება, რომ დაელოდოს.

სამაგიეროდ, დედა ელოდება.  მეც ველოდები, თუ კარგი გამომივა ხვალ სამსახურში წავიღებ და ვიტრაბახებ. თუ არადა, იმედს დავიტოვებ, რომ ამ პოსტს ჩემი თანამშრომლები არ ნახავენ🙂

ხრაშუნების ძირები, ტრადიციულად, დამეწვა. არა, კი არ დამეწვა, ასე მქონდა ჩაფიქრებული. სპეციფიურ გემოს აძლევს და უხდება ^_^

40065_1521690289531_1452797922_1397090_5379132_n

2 thoughts on “თებერვლის საღამო

  1. კარგი პოსტი იყო, ჩემი თავი გამახსენდა, როცა რამეს ვაცხობყოველთვის სამსახურში მივარბენინებ.

  2. კარგია სამზარეულოში ტრიალი. ოღონდ, მარტო მაშინ, როცა ამას შენი სიამოვნებისთვის აკეთებ და არა ვალდებულებისთვის

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s