Busasa

მე და ჩემი კატა

ვისაც არ გყავთ კატა, აუცილებლად იყოლიეთ. ასეთი თბილი, ღუღუნა და მყუდრო ცხოველი ყველას სახლში უნდა დადიოდეს თავისი რბილი თათებით.

სამსახურიდან დაბრუნებულს კართან მელოდება ფართოდ გახელილი თვალებით. ხელში ვიყვან და გულში ვიკრავ. კრუტუნს იწყებს. ჯერ ჩუმად, მერე თამამდება, ხმას უწევს, ხელებს მილოკავს და კუდს ნაზად აქნევს აქეთ-იქით.

ძირს ვსვამ და დერეფანში პალტოს გასახდელად გავდივარ. ამას ჰქონია, რომ ისევ სადღაც მივდივარ და აუტანელ კნავილს იწყებს, კარს ფხოჭნის და ერთ ამბავშია. როცა ოთახში ვბრუნდები და საშინაო ფორმაში მხედავს, წყნარდება და უდარდელი, თავდაჯერებული კატის იერს იღებს: აღარ მაფერებინებს თავს ასე ღიად და დარბის, მეთამაშება.

კომპიუტერთან თუ ვზივარ, გვერდით მიწვება; სამზარეულოში თუ ვარ, იქვე დასეირნობს; წამოწოლილი თუ ვარ, თვითონაც წვება და იძინებს.

თავისი ოთახი აქვს, ეგრე კი არ არის. თავისი დიდი საწოლი და პირადი სივრცე🙂 ღამით ცალკე იძინებს. მერე ჩემს საწოლში გადმოდის, ფეხებთან წვება. გათენებისას ზემოთ მოიწევს და დილით ჩემ გვერდით მხვდება, რბილი და კრუტუნა. საკმარისია თვალი გავახილო, რომ ესეც მომენტალურად იღვიძებს და ჩემს რეჟიმზე გადმოდის: თუ ვდგები, დგება. თუ ძილს ვაგრძელებ, ესეც იძინებს.

ჰოდა, ასეთი სიმშვიდის და სიმყუდროვის ელექსირი არ უნდა გყავდეთ სახლში?

იყოლიეთ კატები : )

IMG_3435

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s