ყველაფერი ჩემ შესახებ

2012 overview

2012 დრაკონის წელი იყო. ჩემი წელი და, ყველანაირი ლოგიკით, წარმატების და ბედნიერების მომტანი უნდა ყოფილიყო ჩემთვის. არა, ცდა არ დამიკლია ნამდვილად. მაგრამ, ბედის ირონიით, ყველაზე დებილური და წარუმატებელი წელი გამოდგა, რაც კი ოდესმე მქონია🙂 ერთი მარტივი სიტყვით შემიძლია დავახასიათო-სტაგნაცია. ყველაფერში.

თუმცა, რამდენიმე საინტერესო ფაქტი მაინც შეიძლება აღინიშნოს.

  • თებერვალში იბსუს ტრენინგი გავიარე ადამიანური რესურსების მართვაში. საკმაოდ საინტერესო, მოკლე კურსი იყო, რომელსაც ძალიან კარგი ლექტორი-ანი გოცირიძე უძღვებოდა. იმედს არ ვკარგავ, რომ იქ შეძენილ ცოდნას სადმე გამოვიყენებ.
  • ივნისში შეყვარებულს დავშორდი. ერთად საკმაოდ დიდი ხანი ვიყავით, სამ წლამდე. საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, რომ ერთად ყოფნას აზრი აღარ ჰქონდა.
  • ივლისში მართვის მოწმობა ავიღე. საერთოდ არაფერში არ მჭირდებოდა, უბრალოდ, ივნისში მომხდარი მოვლენებისგან სხვა რამეზე მინდოდა ყურადღების გადატანა. როდესაც საგამოცდო მანქანიდან გადმოვედი თავი ყველაზე ბედნიერი ადამიანი მეგონა.
  • ივლისშივე ჩემმა ყოფილმა შეყვარებულმა, ყველასთვის გაუგებარი მიზეზებით, კატა მაჩუქა. ძალიან მიყვარს კატები, განსაკუთრებით კი ბრიტანული მოკლებეწვიანი ჯიში. ჰოდა, ჩემი ბუსაც სწორედ ასეთია. პრინციპში, მანაც ის ფუნქცია შეასრულა, რაც მართვის მოწმობამ-ყურადღება გადამატანინა. შემდეგ კი, ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.
  • სექტემბერში მარი გერმანიაში წავიდა და ჩვენი რსრ-ს გუნდიტს, “არმატურას” კაპიტნად მე დამტოვა. მიუხედავად იმისა, რომ ლიგაში დავრჩით და წინ ვერ წავიწიეთ, მაინც კარგად გავატარეთ ეს სეზონი: ვვარჯიშობდით, ვთამაშობდით და ამით ძალიან კარგ ადამიანებს დავუახლოვდი.
  • სექტემბერშივე ექსპრომტად შევიძინე red hot chili peppers-ის ბილეთები და ექსპრომტადვე წავედი თურქეთში. გავიცანი დათო, ალექსი, საპიენსი, იანას კი ვიცნობდი აქამდეც. ქეთოც თავიდან აღმოვაჩინე და სტამბოლიც.
  • ოქტომბერში დავესწარ ფრიდრიხ გლაზლის ძალიან საინტერეოს ლექციების ორკვირეულს, რომელიც ორგანიზაციებში კონფლიქტის მენეჯმენტს ეხებოდა. ეს კურსი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იყო ჩემი მაგისტრატურის ფარგლებში  და ნაშრომსა, ალბათ, ამ თემაზე დავწერ.

დიდ იმედს ვიტოვებ, რომ 2013 წელი გაცილებით უფრო მრავალფეროვანი და წარმატებული მექნება. მე მცდელობას არ დავაკლებ, როგორც ყოველთვის. ხომ გახსოვთ, good things come to those who work their asses off and never give up!

17e57c02be12

2 thoughts on “2012 overview

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s