ყველაფერი ჩემ შესახებ

“რას აპირებ ახალ წელს?”

ეს აქტუალური შეკითხვა ძალიან ბევრს საგონებელში აგდებს. საგონებელში ჩავარდნილები კი ხვდებიან, რომ იქ არანაირი სადღესასწაულო განწყობა არ მოიპოვება და უკან უემოციოდ ბრუნდებიან.

ადრეც ვწერდი, რომ არ მიყვარს სხვების მიერ დადგენილი დღესასწაულები. თითქოს სამყარო გავალდებულებს, რომ ბედნიერი და მხიარული იყო. შენც ცდილობ, ისტერიულად სახავ ათას გეგმას, რომ იმ ზემოთ დასმულ აქტუალურ შეკითხვას მაქსიმალურად მრავალფეროვნად უპასუხო.

მეც იმ ადამიანების რიცხვში გავდივარ, ვისაც არანაირი საახალწლო განწყობა არ აქვს ხოლმე და ამ დღეს მელანქოლიით და ჭმუნვით აღსავსე ხვდება. მაგრამ, ეს არ იქნება წელს! წელს, როცა, რეალურად, ამის ყველაზე მეტი საფუძველი მაქვს.

საფუძველი კი მაქვს, მაგრამ ამ საფუძველს ისე მარტივად გამოვაძრობ საფუძველს, რომ ეს საფუძველი აზრზე მოსვლასაც კი ვერ მოასწრებს!

ამიტომ, ყოველ საღამოს გამოვუწერე ჩემს თავს საშობაო ფილმების ყურება. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, Home Alone ვნახე. გუშინწინ პირველი, გუშინ კი მეორე სერია. აი,  ამ ფილმშია იდეალური შობა-ახალი წელი! თოვლიანი ქალაქი, განათებული ქუჩები, ბედნიერი ხალხი, სადღესასწაულო ფუსფუსი, ლამაზი სახლები! და მაიმუნი კევინი ორი მაიმუნი ქურდითურთ: )

ნაძვის ხის დადგმა მომინდა, ეს უკვე დიდი პროგრესია🙂

გეგმაში კიდევ მაქვს რამდენიმე ფილმი. ტელეფონში კი-საშობაო სიმღერები. თუნდაც არ ითოვოს, თუნდაც არაფერი განსაკუთრებული არ მოხდეს, თუნდაც ყველაზე ჩვეულებრივი ახალი წელი იყოს, მე მაინც ძალიან კარგ ხასიათზე ვიქნები!

2 thoughts on ““რას აპირებ ახალ წელს?”

  1. იზრდები და ვირდებიო, თუ ეუბნებოდნენ ნეტა მაგ ბიჭს?

    მეც ყველზე ძაან ეგ ფილმები მიყვარს საშობაო ფილმებიდან.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s