დასახარისხებელი პოსტები

Wait for it

Image

გუშინ ერთმა ჩემმა მეგობარმა ფეისბუქზე ეს ფოტო დააშეარა.

ძალიან ჩამრჩა გულში და დღეს პოსტის დაწერაც კი გადავწყვიტე.

გჯერათ ამ სიტყვების? გჯერათ, რომ მართლა შეიძლება გაიცნო ისეთი ადამიანი, რომელიც შენს ცხოვრებას შეცვლის? ცვლილებაც არის და ცვლილებაც, ხომ შეიძლება იმაზე უარესადაც გახდე, ვიდრე მანამდე იყავი?

ამ ბოლო დროს ვფიქრობ, რომ ჯობია ცუდადაც კი იყო ვიღაცის გამო, ვიდრე ეს ვიღაცა საერთოდ არ არსებობდეს და შენი ცხოვრება აუღელვებელი დინებით მიდიოდეს. არაფერი იცვლებოდეს. ყველაფერი სტაბილურად იყოს. და შეკითხვაზე “რა ხდება ახალი” ყოველთვის მხრებს იჩეჩდე. საერთოდაც, რა საშინელი და ბოროტი კითხვაა “რა ხდება ახალი შენკენ”. გისურვებთ, რომ ნებისმიერ ასეთ შეკითხვაზე “რა ვიცი, არაფერი ისეთი”-ს მაგივრად ყოველთვის სხვადასხვა, მრავალფეროვანი პასუხები გაგეცეთ.

მოკლედ, თემას გადავუხვიე. იმ ადამიანზე ვწერდი, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში უნდა გამოჩნდეს და ის ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეცვალოს. სულელურად ჟღერს, არადა, საერთოდ არ ვარ მეოცნებე და ჰელოუ ქითი გოგო. არც პრინცებს ველოდებოდი არასდროს, არც გათხოვება არ მდომებია, არც სტატუსებს არ ვეკიდებოდი და თავი ყოველთვის ასეთ გოგოებზე მაგარი მეგონა. მეგონა რა, ახლაც მგონია. თუ რამეს ან ვინმეს ველოდები, ეს არის სწორედ ეს წარწერა და ეს ფოტო, კიდევ ეს სიმღერა:

ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია.

2 thoughts on “Wait for it

  1. “ცვლილებაც არის და ცვლილებაც, ხომ შეიძლება იმაზე უარესადაც გახდე, ვიდრე მანამდე იყავი?” – ერთხელ ვამბობდი, წარუმატებელი ლავ სთორი მქონდათქო, იმიტომ რომ დამთავრდა, და ერთმა ძალიან მაგარმა ადამიანმა მიპასუხა – “არა, შენ წარმატებული ლავ სთორი გქონდა, იმიტომ რომ ის იყო და გაუძლო წლებს”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s