as it is · Life

კატის ნაამბობი

მიაუ!

გამარჯობა. სიამოვნებით გაგეცნობოდი, მაგრამ სახელი არ მაქვს. ეგრეა, მეტი საქმე არ აქვს ხალხს უპატრონო ცხოველებს სახელები დაგვარქვას. ჩვენ კი ვეძახით ერთმანეთს რაღაცებს, მაგრამ, აბა ეგ თქვენ რაში გარგიათ, მიაუს მეტი მაინც არაფერი არ გესმით.

ჯერ მხოლოდ 1 წლის ვარ. რამდენს უდრის ეგ თქვენთან, 15 წელს მგონი, ჰო? ჰოდა, ეს 15 თუ 1 წელი სულ ქუჩაში კი არ მაქვს გატარებული. მეც მყავდა პატრონი. მართალია, ძალიან ცოტა ხნით, მაგრამ მაინც ხომ მყავდა? მახსოვს, დედასთან ერთად რომ ვიყავით მე და ჩემი ძმები. მერე კი  რიგ-რიგობით გამოგვსხეს გარეთ. დედა დიდად არ მენატრება, დროთა განმავლობაში ყველას გვავიწყდება, მაგრამ აი, პატრონს და თბილ სახლს კი ვიხსენებ ხანდახან.

გატყუებთ, ფხხხ! ხანდახან  კი არა, სულ ამაზე ვფიქრობ. აბა რა სასიამოვნოა გაყინულ ბუნკერში ჯდომა და რაღაც უგემურობების ჭამა. უნდა ვაღიარო, ძალიან მსუნაგი ვარ და ამ საჭმელსაც კი არ ვუთმობ სხვა კატებს. იმიტომაც ვარ ასეთი მსუქანი, ბევრს ვჭამ და თითქმის სულ მძინავს.

132 ზამთარი მოვიდა. ბრრრრრ, როგორ არ მიყვარს სიცივე. მე შენ გეტყვი, სადარბაზოს შეაფარებ თავს თუ რა: ჩასაფრებულები არიან ცალკე მეზობლები და ცალკე ძაღლები. თაგვების ჭერა მაინც არ მეზარებოდეს, გამაჩერებდნენ ცოტა ხნით. მაგრამ როგორია ადექი, გაეკიდე ამ სწრაფ თაგვებს და სდიე, სანამ არ დაიღლებით რომელიმე. დაღლით, ჰმ, მე უფრო მალე ვიღლები. ამიტომაც, აღარც ვიწუხებ თავს. გემრიელი ხორცი მაინც ჰქონდეთ, ჯანდაბას, მარა ჰა!

ვიღაცები ლაპარაკობდნენ წინა დღეს პარკში, დათვებს მთელი ზამთარი სძინავთო. დათვად მაინც გავჩენილიყავი, არც პატრონი მენდომებოდა და არც თბილი სახლი. ვცადე რამდენჯერმე ბუნკერში დაძინება, მაგრამ ხან რა დამაყარეს თავზე და ხან-რა. ეგრე კიდე ის დათვებიც ვერ დაიძინებენ, დაგენიძლავებით.

ჰო, რისი თქმა მინდოდა.

ის კი არა, რომ გეხვეწებით და თავს ვიმცირებ… მაგრამ, თუ ქუჩაში მსუქან და მძინარა კატას დაინახავთ სახლში წაიყვანეთ, რა… უნდა.

მიაუ!

2 thoughts on “კატის ნაამბობი

  1. კაი იყო…
    მარა დაგაკლდა შენ ნემსები, გატყობ :):)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s