ყველაფერი ჩემ შესახებ

ასაცრელი კატა

როგორ შეიძლება კატებისა და ძაღლების მოყვარული ადამიანი ერთხელ მაინც არ იქნას დაკაწრულ/დაკბენილი და აცრები არ ჰქოდეს გაკეთებული?

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება!

ეს ბედნიერება კვირა საღამოს მეწვია. რსრ-ს თამაშიდან გამოვედი და კომაროვის დანგრეულ დერეფანში მერხის ქვეშ შემალული კნუტი დავინახე. გაწუწული და მოკუნტული ხმამაღლა კნაოდა. გამახსენდა, რომ ჩანთაში ბუსასთვის ნაყიდი საჭმელი მედო და პარკი სასწრაფოდ ამოვიღე. დავუყარე და ისიც გიჟივით ეცა. ვიფიქრე, რახან ასე ძალიან შია მერე მუჭასაც დავუყრი-თქო და აი, სწორედ ეს არ უნდა გამეკეთებინა: იმ სულელმა ჩათვალა, რომ საჭმელს ვართმევდი და მარჯვენა ხელზე კლანჭი გამკრა. თავიდან არ მივაქციე ყურადღება, მაგრამ გარეთ რომ გამოვედი ვნახე, რომ სისხლი მომდიოდა და შევშინდი. წარმოვიდგინე, როგორ დავიწყებდი კნავილს და კაწვრას (ეს ხუმრობით, ცოფი გაცილებით უფრო საშინელი და სიცოცხლისთვის საშიში ინფექციაა).

“არმატურას” ახლა დაძაბული პერიოდი უდგას, სეზონი მთავრდება და გასარკვევია, დავრჩებით თუ არა პირველ ლიგაში. ასეთ დროს კი არავის არ აწყობს კატა გუნდში. ამიტომ, ერთად გავემართეთ იმუნიზაციის ცენტრისკენ, სადაც საათნახევარი დავყავი. გამიკეთეს შვიდი ნემსი და შემდეგი ოთხისთვის იქით კვირებში დამიბარეს.

იმედია გემრიელად მაინც მიირთვა იმ მაიმუნმა კატუნამ : )

4 thoughts on “ასაცრელი კატა

  1. თითზე იყო ნაკბენი და სინჯები გამიკეთეს რაღაც, საათნახევარი ვიყავი ჯამში😐 ერთი ცოფი ერთი ტეტანუსი და დანარჩენი ხუთი. თითზე, სახეზე და ფეხის გულზე უფრო საშიშიაო და თავის დაზღვევის მიზნით. და ოთხჯერ ცოფზე უნდა მივიდე ისევ, ვინაიდან ქუჩის კატა იყო და ვერ დავაკვირდები

  2. გამახსენდა, რომ ჩანთაში ბუსასთვის ნაყიდი საჭმელი მედო და პარკი სასწრაფოდ ამოვიღე. დავუყარე

    მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს… თუ როგორაა ეგ?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s