ყველაფერი ჩემ შესახებ

Happy Fall

რამდენიმე დღის წინ მულფის დავპირდი, რომ ახალ პოსტს დავწერდი. გულის სიღრმეში გამიხარდა კიდეც, რომ ვიღაც ჩემს ბლოგს არეფრეშებს  და სიახლეს ეძებს.

რა ხდება ჩემთან: ვარ ძალიან ბედნიერი და ხალისიანი. და რაც ყველაზე მთავარია, არ მაქვს ამისთვის რაიმე განსაკუთრებული მიზეზი. იმდენად კარგ ხასიათზე ვარ ხოლმე, რომ ქუჩაში სიარულის დროს მეღიმება და, სიმღერის რიტმს აყოლილი, ცეკვა-ცეკვითაც კი დავდივარ. თმაც კი გამიჟღალდა და კიდევ უფრო ჩავჯექი შემოდგომის ფერებში🙂

ცოტა ხნის წინ ანუკი მეუბნებოდა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფლეილისტს შენს მობილურში. როგორ მუსიკასაც უსმენ, ზუსტად ისეთ განწყობაზე დგები. მეც გადავხედე ჩემს სიმღერებს და ათამდე ალბომი სრულად წავშალე. დავტოვე პეპერსების I’m with you”  დაstadium arcadium”. აი, როგორ შეიძლება ამას უსმენდე და ცუდ ხასიათზე იყო?

“არმატურა” გააქტიურდა. ჩვენ გავაქტიურდით და მეტ დროს ვატარებთ ერთად. თამაშით კი ისევ ისე ვთამაშობთ, როგორც ადრე, მაგრამ ამ ადამიანებთან დაახლოება ძალიან მიხარია. შეიძლება ესეც არის ჩემი მხიარული შემოდგომის მიზეზი?

ჰო, მართლა: ჩვენი ოფისი სხვაგან გადავიდა, რამაც გზა გამიზარდა. თუ ადრე ჩემი ავტობუსი 10 წუთს ანდომებდა სამსახურში მისვლას, ახლა ნახევარი საათი მაინც მინდა. მეც დამაქვს ჩემი უზარმაზარი “ბეჭდების მბრძანაბელი” და სანამ გარშემო წერეთლის პეიზაჟებია, მე ლოთლორიენში და შუამიწეთში ვსეირნობ.

დღეს შესვენებაზე გავალ და ახალ ყურსასმენებს ვიყიდი. ხვალიდან კი დილით ადრე ვირბენ და მთელი დღე ფერადი ენერგიით დამუხტული ვიქნები.

თქვენ როგორ გრძნობთ თავს : )

4 thoughts on “Happy Fall

  1. აუ ნატ❤ რამაგარია
    ბედნიერება დეტალებშიაო რომ ამბობენ დამიჯერე მართალია : )

  2. : * happy for you : * მე ვარეფრეშებ ყოველდღე! : ) და ყოველდღე თუ არა დღეგამოშვებით დღის ფოტოს მაინც რომ დებდე❤ მე მიქმნის დღის განწყობას : )
    აი ასე რა, შენ თვითონ რომ არ იცი რატომ ხარ კარგად, მაგრამ აშკარად კარგად რომ ხარ❤ : ) : *

  3. ვზივარ ჩემთვის სულთანაჰმეთზე ვუსმენ მუეძინებს – გადაძახილი აქვთ ერთი მარჯვენა ყურში მიგალობს, მეორე მარცხენაში და ვსვამ ჩაის ფახლავით ჰოდა ამასობაში ერთი კატა ამოხტა სკამზე მოვიდა და ჩამოჯდა ჩემს ხელზე🙂 ნაგლად. თან ზედაც არ მიყურებს, სადღაცა პერიმეტრს ზვერავს ვითომ სათვალთვალო კოშკი ვიყო კატებისთვის აშენებული.🙂

  4. სტამბოლში ხართ? : ) აი, ეგ არის ი დ ე ა ლ უ რ ი სიტუაცია❤ მყუდრო, მშვიდი, სასიამოვნო…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s