სტამბოლის დღიურები

სტამბოლის დღიურები, ნაწილი 7

სად გავჩერდი? ჰო, ავტობუსში ვსხედვართ და უკან მოვდივართ. იმედი გვაქვს, რომ ხვალ 16:00 სთ-ზე თბილისში ვიქნებით. მიუხედავად იმისა, რომ ერთი და იგივე ფირმის ავტობუსია, გაცილებით კომფორტული ჩანს და თან ეკრანზე ახალი თურქული კლიპები და ფილმები გადის.

ჩვენი მგზავრობის ჰიტები:

ვერ გეტყვით, რამდენჯერ ვნახეთ თითოეული მათგანი. ალბათ, ასე, თხუთმეტჯერ მაინც. რა თქმა უნდა, თურქულად. კლიპები კი იმაზე გაცილებით უარესი იყო, ვიდრე აქეთა გზაზე. მოკლედ, პლეილისტმა თავი შეირცხვინა, თან მაგრად.

დაძვრიდან ცოტა ხანში ჩამეძინა. მეძინა ღრმად, მაგრად, არაფერი რომ არ გესიზმრება და გაწუხებს; ძალებს რომ იკრებ, თავიდან რომ იბადები და ა.შ. ამ დროს მაღვიძებს მხარზე დარტყმა და ალექსის კითხვა:

-ყავა გინდა?

მე

გამცილებელიც კი ისე შეწუხდა, რომ საერთოდ ინანა ყავის ჩამოტარება. არადა, ძალიან არ გავბრაზებულვარ. ალექსი ისეთი საყვარელი ბიჭია, რომ საჯაროდ ვაძლევ უფლებას, როცა უნდა და რამდენიც უნდა, იმდენი მაღვიძოს🙂

უკანა სკამზე სვამდნენ, ხმაურობდნენ და პლასმასის ჭიქებს აჭრაჭუნებდნენ. ცხრაჯერ მივეცი შენიშვნა და ცხრაჯერვე დაგვაიგნორეს. ბოლოს, იძულებული გავხდი ძალისმიერი მეთოდებით წამერთმია ეს ჭიქები. ჰო, უკანა სკამზე დათო და ქეთი ისხდნენ. შურისძიების მიზნით, ჩემი სკამის სავარძელი მაქსიმალურად გადავწიე  და ისევ დაძინება დავაპირე.

ისე, ეს მგზავრობა იყო ერთი დიდი აჯაფსანდალი: ავატარის, პანდების, თურქული კლიპების, წარამარა გაჩერებებისა და წვიმის ნაზავი. საკმარისი იყო მძღოლს ერთი ხე მაინც დაენახა, რომ ეგრევე მის ძირში აჩერებდა. ნახევარი საათი 45 წუთად იქცეოდა და ასე. არადა, როგორ მშვიდობიანად ვიმგზავრეთ თბილისიდან მე და ქეთიმ :-<

ნამიოკობანა ვითამაშეთ. ეს იყო წლის თამაში, წლის გუნდებით. გვქონდა მიკი მაუსის თამაშის მცდელობაც, მაგრამ პირველივე ჯერზე ვერ დავძლიეთ მისი სირთულე და დავანებეთ თავი (დათოს გარდა, მგონი, დღესაც თამაშობს).

ღამე გვეძინა საშინლად. საკმარისი იყო ჩაგვძინებოდა, რომ, ალექსის არ იყოს, გამცილებელი ყვიროდა: ნახევარი საათით ვჩერდებითო. ხალხიც, უნდოდათ თუ არ უნდოდათ, გარეთ გადიოდნენ და ვიყავით ერთ გამატარე-გაგატარებში.

ბოლოს უკვე გვეგონა, რომ საქართველოს საზღვარს ვერასდროს მივაღწევდით. ნურას უკაცრავად! მეორე დღის ორ საათზე ჩავედით. საზიზღარი წვიმა იყო, ცივი და უჟმური. საზღვარზე ისეთ რიგში მოგვიწია დგომა, რომ მე და ქეთიმ ისევ ჩვენი თეორია გავიხსენეთ ჯოჯოხეთის შესახებ:

ჯოჯოხეთი არის ერთი დიდი და დაუსრულებელი რიგი. მიდიხარ, მიდიხარ და არ მთავრდება. თან გესმის, რომ რიგის ბოლოს რაღაც ხდება და მალე გინდა მისვლა, მაგრამ ვერ მიდიხარ. გაიხედავ წინ-უამრავი გზაა დარჩენილი. გაივლი ამ გზას. გაიხედავ-ისევ უამრავი გზაა. პლიუს, ცხელა/ცივა და ხალხს გარშემო ოფლის სუნი აქვს.

ეს თეორია პეპერსების რიგში დაიბადა, თუმცა პასპორტების რიგსაც უპრობლემოდ შეესაბამება.

გამოვაღწიეთ საქართველოში. ისე მშიოდა, რომ იქვე ფენოვანი ვიყიდე. თან ვჭამდი, თან ვლოცულობდი, რომ არაფერი მომსვლოდა. სადღაც ბაზრობაზე ჭუჭყიან მაღაზიაში რომ ფენოვანი იყიდო, ეგ ამბავია. თუმცა რა, მშვენივრად ვარ. გემრიელიც კი იყო. მოკლედ, ვინც მანდ მოხვდებით აუცილებლად გასინჯეთ🙂

ჩავბარგდით ისევ ჩვენს ავტობუსში და გავაგრძელეთ გზა. სადღაც ბობოყვათთან გვქონდა ისტორიაში ყველაზე დიდი გაჩერება. ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ერთი იმპულსური მგზავრი მძღოლს გადაუხტა და თურქულ-ქართულად ურჩია საქმეები. გამცილებელიც არ დარჩა ვალში და თუ არ მოგწონთ, ბატონო, ჩაბძანდითო (ქართული სერვისი <3).

როგორც იქნა, გავაგრძელეთ გზა. გზა, რომელიც ღამის 23:00-ზე დამთავრდა. ლამის ჯოჯოხეთის თეორიაც კი შევცვალეთ და რიგის მაგივრად გზა ჩავსვით.

ბუსას ჩემი ჩამოსვლა ძალიან გაუხარდა. კალთაში მეჯდა და კრუტუნებდა, ღამეც ჩემს საწოლზე ეძინა. დილით სამსახურში ვიყავი წასასვლელი და კნავილით გამომაცილა. ალბათ ეგონა, რომ ისევ რამდენიმე დღით ვტოვებდი : (

ჰო, შენიშვნა მივიღე უკვე ორჯერ, რომ ეს კატა მთელი ჩემი ცხოვრება გახდა და მთელ სითბოს მას ვახარჯავ.

It is worth it❤

ასე დასრულდა ჩემი სტამბოლის დღიურები. საშინელი ზაფხულის მერე სწორედ ის იყო ის, რაც მჭირდებოდა:

  • გავიცანი ძალიან კარგი ადამიანები;
  • დავათვალიერე სტამბოლი;
  • დავესწარი პეპერსების კონცერტს;

ასე რომ, ყველას ასეთ სპონტანურ გადაწყვეტილებებს  გისურვებთ : )

 THE END 

9 thoughts on “სტამბოლის დღიურები, ნაწილი 7

  1. ნატა, მიხარია🙂 მიხარია, რომ პეპერსებით და სტამბულით შენც ასეთ კმაყოფილი დარჩია. მსიამოვნებს ამ სითბოთ დაწერილი მოგონებების კითხვა. და შენც ძალიან მომწონხარ :*

  2. ყველა ხესთან აჩერებდა რა ძაღლი იჯდა რულთან ?🙂

  3. ისე, ძაღლი თითქმის არც მინახავს სტამბულში, სულ კატები იყვნენ🙂

  4. შენ სულძაღლიანი ხარ, ასე მახსოვს🙂
    მაგრამ ძაღლი ისლამში უწმინდური ცხოველია ჰოდა ერთხელ სტამბოლში მოხვეტეს რაც ძაღლები იყო და კუნძულები როა გაიყვანეს იქ და დატოვეს…
    მაგრამ ეგ კაი ხნის წინ იყო. დღეს უპატრონო ძაღლებს მერია პატრონობს და კანონი იცავს. ვაქცინაციას უტარებენ და აღრიცხავენ.
    მაგრამ კატებთან შედარებით ცოტანი არიან, კი – კატა ცალკე ფენომენია. მუჰამედს უყვარდა კატები.🙂

    ისე კონსტანტინოპოლი ძაღლებმა გადაარჩინეს დაცემას, როგორც რომი ბატებმა. ასე რომ ძაღლებს ეკუთვნით საპატიო ადგილი მაგ ქალაქში🙂

  5. სულკატიანი გავხდი რა ხანია🙂 ჰმ, საინტერესო იყო. ჯერ კიდევ ველი პოსტს სტამბულის შესახებ ^_^

  6. არჩევნების მერე მივდივარ იქეთკენ და… მგონი ის დრო დგება უკან დაბრუნებაზე არ ვიფიქრო🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s