სტამბოლის დღიურები

სტამბოლის დღიურები, ნაწილი 6

დილისთვის მაღვიძარა მქონდა დაყენებული. ყველას ძალიან ცოტა გვეძინა, მაგრამ მაინც სწრაფად ავდექით და საუზმისთვის მოვემზადეთ. ბიჭები უკვე დაბლა იყვნენ. წინასწარ ჩავალაგეთ ნივთები, ჩექ აუთი გავაკეთეთ და ბარგი luggage room-ში დავტოვეთ. როგორც მოგივანებით გაირკვა, ბიჭები სულაც არ ყოფილან ასეთი წინდახედულები (ან, ერთ-ერთი მათგანი) და საუზმის შემდეგ საკმაოდ დიდი ხანი ველოდეთ. სადღაც 11:30-სთვის ჰოსტელიდან გამოვედით.

ჰო, კინაღამ დამავიწყდა: ბილეთებთან დაკავშირებით პატარა გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. როგორც პირველ ნაწილში გითხარით, ჩვენს ავტობუსს “ლუქს კარადენისი” ერქვა. სწორედ ამ ავტობუსზე დაუჯავშნა ქეთიმ ბილეთები დანარჩენ ბავშვებს. მათ კი, არ ვიცი რატომ, მაგრამ “მეტროთი” იმგზავრეს, ანუ სხვა ფირმით. უკანა გზის ბილეთებიც მანდვე ჰქონდათ დაბრონილი. ამიტომ, დილიდანვე სადგურში მისასვლელები გავხდით, რათა სხვადასხვა ავტობუსებით არ გვემგზავრა.

ოკრიბა ხომ საშინელებაა. გაცილებით უარესია სტამბოლის ავტობუსების სადგური. უამრავი ხალხი ირევა, ვინ სად მიდის-ვერ გაიგებ, ქართველები ჩასაფრებულები არიან, რომ ან მგზავრობა, ან ფულის გადახურდავება შემოგთავაზონ. მივადექით “ლუქს კარადენისის” ოფისს (:) ) და ავიღეთ 6 ბილეთი. ქართველი ძია ძალიან მონდომებული იყო, რომ ზედმეტი გამოერთმია, ან მართლა შეეშალა ანგარიში-ვინ იცის.  საკმაოდ დიდი ხანი ვუმტკიცებდით, რომ ზუსტად იმდენი ფული მივეცით, რამდენიც საჭირო იყო. ბოლოს დაგვნებდა.

ბილეთებით აღჭურვილნი სასირნოდ წავედით. მე და ქეთის ქუჩებში ბოდიალი და საჩუქრების ყიდვა გვინდოდა, დანარჩენებს-მინი ექსკურსია, რომელსაც დათო ხელმძღვანელობდა. ამიტომ, დავიშალეთ და ორ საათზე ჰოსტელში შეხვედრაზე შევთანხმდით.

ტკბილეულს მიაქვს მთელი სტამბოლი. ვიყიდეთ რამდენიმე ყუთი, სახლისთვის. რაღაც სასწაულით მამაჩემისთვის დიაბეტურ რახათლუხუმსაც კი გადავაწყდი (ვისაც დიაბეტით დაავადებული ადამიანი გყავთ გარშემო, კარგად მიხვდებით, თუ როგორ გამიხარდებოდა). კიდევ ჩაი ვიყიდე, ვაშლის, რომელიც მოგვიანებით საკმაოდ გემრიელი აღმოჩნდა.

ქეთისაც, თითქმის, იდენტური შოფინგ სთორი აღმოაჩნდა. ოღონდ, შარფების დამატებით, რომლებიც ძალიან მხიარული თურქისგან შევიძინეთ. რამდენიმესართულიანი დუქანი ჰქონდა და ამ რამდენიმე სართულზე ყველგან ერთდროულად იყო. დუქანი ჯანდაბას და ათ წუთში რომელიღაცა ქუჩაზე რაღაცებს რომ ვათვალიერებდით იქაც ეგ დაგვხვდა, I am everywhere-ო🙂 ესეც “აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ”-ს თურქული ვარიანტი.

ორ საათამდე ჯერ კიდევ იყო დრო და სეირნობა დავიწყეთ. შემთხვევით აღმოვჩნდით ერთ მშვიდ და ლამაზ ქუჩაზე, სადაც სუვენირების მაღაზია და ხის სკამები იყო. სიარულით საკმაოდ დაღლილი ვიყავი და ჩამოვჯექი.

 ქეთი კარინას მაღაზიას ლაშქრავს🙂

 ბოლოს ჰოსტელში დავბრუნდით და ამ დღეების მანძილზე პირველად შევედი ფეისბუქზე. უამრავი ნოტიფიკაცია და მესიჯი დამხვდა, რომელთაგან ვერცერთი ვერ გავხსენი, რადგან wifi სულ ღაფავდა. იგივეა, რომ გწყუროდეს, წყალი გედგას წინ და ვერ სვამდე. ამიტომ, გამოვრთე ლეპტოპი და თბილისისთვის შემოვინახე. ამასობაში მოვიდნენ ბავშვებიც და ისევ სადგურისკენ დავიძარით. გზად შაურმები გავსინჯეთ. საკმაოდ გემრიელი იყო, ოღონდ ქართულთან შედარებით-მსუბუქი, რის გამოც ბიჭებისგან დაწუნებულ იქნა. სამაგიეროდ, ჩვენ შევაქეთ.

სადგურზე ისეთივე ბარდაგი დაგვხვდა, როგორიც დილით დავტოვეთ. ჩავალაგეთ ბარგი და ავედით. ამ ავტობუსს უსბ პორტი კი ჰქონდა, მაგრამ გადამყვანი სჭირდებოდა, რის საძებნელად წასვლა ქეთიმ და დათომ არ დაიზარეს. სჯობდა დაეზარებინათ, მაინც ვერ ნახეს. მე ისევ ჩემი ჯემალ ქარჩხაძე ამოვიღე ჩანთიდან, რომელსაც ქეთის გარდა უკვე სხვებიც უყურებდნენ ასე:

15:30-ზე დავიძარით. დღიურების დამთავრებას ამ პოსტში ვაპირებდი, მაგრამ იმდენად დიადია სტამბოლიდან თბილისამდე ავტობუსით მგზავრობის თემა, რომ ნამდვილად იმსახურებს ცალკე აღნიშვნას. ასე რომ…

to be continued : )

9 thoughts on “სტამბოლის დღიურები, ნაწილი 6

  1. ავტობუსი აქედან იქეთ რა განსხვავებუკი იყო?
    სხვა ბლოგერს ჰქონდა აღწერილი როგორ იმგზავრა სტამბოლში ავტობუსით.
    ოცნების გზაა პირდაპირო. ირმის ნაახტომი და მილქი ვეი.
    სურვილი გამიჩნდა ამ ავტობუსიდან არ ჩამოვსულიყავი და ასე მევლო იქეთ და აქეთ… სტამბოლის თავზეც არ გავიარეო.

  2. დამილინკე აუცილებლად🙂 იყო განსხვავებული, ჩვენს შემთხვევაში :-შ

  3. ვეღარ ვპოულობ🙂
    მე თავად პეგასუსით მივფრინავ და თუ რატომ არა ავტობუსით – მინდოდა მომავალ პოსტში გამელინკა, მარა სადაა😦

  4. მაგას გალინკვაც კი სჭირდება?🙂 ჩვენ ფინანსებით ვეღარ გავქაჩეთ, თორემ ჯობია, აშკარად : )

  5. ჰო, მაგრამ არის გზები, თუ როგორ უნდა დაუახლოვო პეგასუსის ბილეთის ფასი ავტობუსისას.🙂 თქვენ დაკარით ფეხი და გავარდით, ვითომ საბურთალოდან ვაკეში გახვედით.🙂
    მარა თუ კარგად დაგეგმავ წინასწარ – შეიძლება.

  6. და ასეთი ძვირფასი ინფორმაციის გაზიარება არ გინდათ?😦

  7. აკი ვამბობ – წინასწარ-თქო🙂 1,5 თვით ადრე.
    დანარჩენს სტამბოლზე დავწერ ბლოგზე. შოფინგ ცენტრებზეც და სთარბაქზეც :):)

  8. ველოდები! ჰო, ადრე დაგეგმვა არ გამოგვივიდა, ექსპრომტად ავდექით და წავედით. შემდეგში გავითვალისწინებ🙂

  9. ახლა კი, ისევ რედიოჰედის თემას რომ დავუბრუნდეთ – ჯგუფი ევროპულ ტურნეს ნიმში (საფრანგეთი) 10 ივლისს გახსნის, რაც იმას ნიშნავს, რომ მსურველებს შეუძლიათ ბერლინიდან პირდაპირ ნიმში გადავიდნენ და იქ დაესწრონ ჯგუფის ლაივს. მართალია კონკრეტული მოგზაურობა საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, თუმცა როგორც ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება განხილული იყოს. იმის მიუხედავად, რომ ნიმის კონცერტის ბილეთები მთლიანად გაყიდულია, ინტერნეტში თავისუფლად შეგიძლიათ მოძებნოთ გადამყიდველები, რომლებიც საკმაოდ ნორმალურ ფასში მოგყიდიან საგზურს რედიოჰედის ლაივზე. ასე რომ, მათ, ვინც ბერლინში მაინც მიდის, საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს, რა ნახოს და ვის მოუსმინოს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s