სტამბოლის დღიურები

სტამბოლის დღიურები, ნაწილი 5

როგორც უკვე ვთქვი, სტამბოლში მგზავრობა საკმაოდ ძვირი ჯდება. არანაკლები პრობლემაა თავისუფალი ტაქსის შოვნა. ღამის პირველი საათის შემდეგ კი ყველა ტაქსი წყვეტს მუშაობას და თუ ამ დროს გარეთ ხართ, სახლში ან ფეხით, ან იმ გამოტენილი ავტობუსით უნდა დაბრუნდეთ, რომელიც ნახევარ საათში ერთხელ დადის.

კონცერტიდან გამოსულები სწორედ ამ ფაქტს შევეჯახეთ. ღამის 12 საათი იყო და გზაზე უამრავი ადამიანი მისეირნობდა. თავიდან არ მოგვსვლია თავში აზრად ეგრევე მანქანის ძებნა, რუკა მოვიმარჯვეთ და გზას გავუყევით. როდესაც მივხვდით, რომ ჰოსტელიდან საკმაოდ შორს ვიყავით და ფეხით მისვლა წარმოუდგენელი იყო, სწორედ რომ ის დაწყევლილი პირველი საათი იდგა.

ვერცერთი ტაქსი ვერ გავაჩერეთ. ყველა სავსე იყო, ცარიელები კი ტაქსოპარკებისკენ მიქროდნენ და ჩვენს მოდომებით აწეულ ხელებს ყურადღებას არ აქცევდნენ. მე და ქეთი მაღაზიაში შევედით და ერთ სიმპატიურ ბიჭს რჩევა ვკითხეთ, თუ როგორ მოვხვედრილიყავით ჩემბერლი ტაშზე. ძალიან გაუკვირდა: “At this time? You have no chance”. ჰო, ჰო, ღამის პირველ საათზე ვაკიდან ვარკეთილში გასვლა რომ წარმოუდგენელი იყოს, ეგ ბაზარია.

თვალწინ წარმომიდგა დილით ნანახი ეს პეიზაჟი:

და მივხვდი, რომ ამაზე სასურველი ცხოვრებაში არაფერი მინახავს. ცოტა ხანში დაკავებულმა ტაქსებმაც კი შეწყვიტეს სიარული. ჩვენ კი, დაღლილებს, წინ ფეხით სავალი ორი საათის გზა გვედო. ეგეც რომ არ იყოს, დიდი ვერაფერი სასიამოვნოა სტამბოლის უკაცრიელ ქუჩებში ღამით ხეტიალი.

არ ვიცი როგორ, მაგრამ ტაქსი გავაჩერეთ! მართალია, მძღოლი საკმაოდ დაბნეული იყო და ურთერთგამომრიცხავ რაღაცებს ამბობდა, მაგრამ ვინ აცალა რამის თქმა, ექვსი კაცი შევცვივდით მანქანაში. აქ კი გამოიჩინა  სიჯიუტე და თავი მოიკლა, ხუთ კაცზე მეტს ვერ წაგიყვანთო. როგორია ერთი ადამიანის ქუჩაში დატოვება? ჰოდა, ავდექით და ორი დავტოვეთ🙂

მივედით ჰოსტელში და დავიწყეთ ლოდინი. მესიჯიც კი მივწერე დათოს რაღაც თურქულ ნომერზე, საიდანაც ფრიად გაურკვეველი პასუხი მომივიდა. ხელი რომ ჩავიქნიეთ ამ ორ ადამიანზე და ოთხმა გადავწყვიტეთ ცხოვრების გაგრძელება, სწორედ მაშინ მოვიდნენ, თან სასმელითა და საჭმლით. გვიანობამდე ვიყავით ჩვენს ოთახში. გოგოებს ძალიან გვეძინებოდა. მილიონი ნამიოკი ჩავარტყით, მაგრამ როდის იყო კაცები გადაკრულ ნათქვამს იგებდნენ?  საბოლოოდ, ავიღეთ თავზე ხელი და გამოვაცხადეთ, რომ გვეძინებოდა და წასულიყვნენ. სიმართლე რომ გითხრათ, დათოზე არც ამ განცხადებამ იმოქმედა დიდად🙂 როგორც იქნა, დავიშალეთ. აივნის კარი გავაღე და იმედიანი თვალით გავხედე ახლოს მდებარე მეჩეთს, იქნებ მოლამ ხვალ უფრო ხმამაღლა ილოცოს-თქო.

ავტობუსი დღის სამ საათზე გადიოდა. ამიტომ, მაქსიმალურად ადრე გვინდოდა ადგომა და დარჩენილი თურქული დროის ნაყოფიერად გამოყენება.

საკმარისი იყო ბალიშზე თავის დადება და ეგრევე გავითიშე.

To be continued… : ) : )

12 thoughts on “სტამბოლის დღიურები, ნაწილი 5

  1. მოიცა, ეს თუ ბი ქონთინიუდ–ები რა წესია, არ მომწონს, დაწერე ერთი დიდი პოსტი და სიამოვნებას ნუ მიწყვეტ :პ

  2. ტაქსი იაფი არაა, მაგრამ არის ტრამვაი🙂 საერთოდ მანდ ტაქსით მოძრაობა დღის ზოგიერთ მონეკვეთში მაგარი სიგიჟეა – საცობში გაჭედვის პერსპექტივაა მაღალი🙂 გგონია, რომ ტაქსით უფრო მალე მიხვალ და 1 საათს საცობში ატარებ.
    ზოგ ადგილას კი კატერით (ზღვის ტაქსს უძახიან ეგენი) ჯობს მისვლა – ერთგან ჩაჯდები და მეორეზე ჩამოხვალ. არც საცობებია და არც ძვირია.🙂 2 ლარზე იაფი ღირს.

  3. კატერი და ბორანი ვერ მოვასწარი, ტაქსთან შედარებით ტრამვაი მართლა იაფია. მაგრამ ქართულ ავტობუსთან შედარებით მაინც ძვირი გამოდის🙂

  4. მითუფრო რომ ქართულ ავტობუსში შეგიძლია ბილეთი არ აიღო :):)

  5. მე ტაქსის გაჩერებაზე არ მიფიქრია ისეთი საცობები კონცერთის მერე 2-3 საათი დაჭირდებოდა იმ ადგილიდან გასასვლელად. სადღაც 1 საათიანი ბოდიალის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ორგანიზატორებმა წასვლაზეც იზრუნეს და უფასო ავტობუსები იყო ტაქსიმის მიმართულებით.

  6. მართლა? რატომ არ გვქონდა ამის შესახებ ინფო😦 რამდენ ბოდიალს გადავრჩებოდით. ორგანიზება მესმის❤

  7. ინფო biletix-ზე ვნახე, ოღონდ იქ მარტო ის ეწერა, რომ უფასო ავტობუსები იქნებოდნენ ტაკსიმიდან და კიდევ რამოდენიმე ცეტრალური ადგილიდან კონცერტამდე მისასვლელად (რომლებიც ვერ ვიპოვეთ). უკანა გზაზე მეც შემთხვევით გადავაწყდი.

    ორგანზება ძალიან მაგარი იყო, მარტო უალკოჰოლობა “ტეხავდა”, მაგრამ მაგასაც ქონდა თავისი პლიუსები.

  8. წარმოიდგინე ახლა მთვრალი ხალხის ჭინჭყლობა როგორ გააფუჭებდა ყველაფერს, ყველა მშვიდობიანად ხომ ვერ იტანს სასმელს : )ასე რომ, მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი უალკოჰოლობით.

  9. ჩვენ კი ვიცოდით უფასო შატლების შესახებ, მაგრამ იმხელა რიგი დაგვხვდა, გადავიფიქრეთ რიგში ჩადგომა. თუმცა იმდენი ვიწვალეთ შემდეგ ტაქსიმამდე მისაღწევად, ცოტა ვინანე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s