სტამბოლის დღიურები

სტამბოლის დღიურები, ნაწილი 4 (ლაივი)

დადგა ნანატრი შაბათი დღე.

არასდროს არ გამიგია მოლას ხმა და ძალიან მინდოდა დილით ტრადიციული მაღვიძარას ნაცვლად მას გავეღვიძებინე. მაგრამ, ისე გათიშულს მეძინა, რომ მთელი მუსულმანური სამყაროს მოლების ერთობლივი ლოცვა ვერ გამომაფხიზლებდა. საბოლოოდ, ეს დიადი მისია დათომ იტვირთა საკუთარ თავზე და კარის მოჯახუნებით წამოგვყარა ფეხზე.

ორი საათისთვის იანა, ალექსი და გიორგი უნდა ჩამოსულიყვნენ. მანამდე დრო გვქონდა, ვისაუზმეთ ჰოსტელში და ქალაქში გავედით. ქეთის ერთი სავაჭრო ცენტრის ნახვა უნდოდა, Historia, მგონი. ტრამვაიდან ერთი გაჩერებით ადრე ჩამოვედით და ფეხით გავუყევით გზას.

ჰისტორია ძალიან დიდი აღმოჩნდა. ხუთი თუ ექვსი სართული მაღაზიებითა და კაფეებით სავსე. ჩემდა გასახარად აღმოვაჩინე, რომ თბილისი მოლში თითქმის ყველა ბრენდი გვაქვს, თითქმის იგივე ფასად და გამიხარდა. ამიტომ, შოპინგზე ბევრი ფული დახარჯვა გადავიფიქრე, რაღა თურქეთიდან ვათრიო ის, რასაც აქაც ვიყიდიo_O

მიუხეადავად ასეთი გმირული გადაწყვეტილებისა, მაინც შემოგვეყიდა რაღაცები. ქეთის გული პაპანაქება სიცხეში, რატომღაც, ზამთრის ტანსაცლისკენ მიუწევდა: ქურთუკი და ჯემპრი იყიდა. მაშინ კი კარგად დავცინე, მაგრამ ახლა რომ ვზივარ თბილისში და ვიყინები კი ვხვდები მის შორსმჭვრეტელობას, მაგრამ რა დროსია.

ამასობაში მოახლოვდა ბავშვების ჩამოსვლის დროც და დავიძარით ჰოსტელისკენ. პრინციპში, ამას დაძვრა კი არა რბოლა უფრო ერქვა, ძალიან გვეჩქარებოდა. რა ვიცოდით, რომ ეს რბოლა არაფერი იქნებოდა იმასთან შედარებით, რაც ოდნავ მოგვიანებით მოგვიწევდა.

ჩამოვიდნენ, დალაგდნენ და თავიანთი ბილეთების ასაღებად წავიდნენ. აქ დავუშვით მთავარი შეცდომა და ავირიეთ ტრანსპორტის არჩევის ამბავში.  უაზრო ბოდიალში დროის უმეტესი ნაწილი გავიდა. ოთხი საათი კი უფრო და უფრო ახლოვდებოდა. პანიკის ზენიტში გადაწყდა, რომ მე და ქეთი სენტრალისტანბულზე (სადაც კონცერტი ტარდებოდა) წავიდოდით, დანარჩენები ბილეთებზე და იქ შევხვდებოდით ერთმანეთს.

სამი საათი იყო. სტამბოლში ეს არის დრო, როდესაც ტაქსის მძღოლები იცვლებიან და წარმოუდგენელია თავისუფალი მანქანის შოვნა. მაგრამ ეს ხომ არ ვიცოდით? დიდი ცდის, ხვეწნის, ტაქსებზე წინ გადადგომის, ფეხის გამოჩენის და კაცმა არ იცის რის მერე ერთი გავაჩერეთ და მარტივად ვუთხარით, რომ სენსტრალისტანბულზე გვინდოდა გასვლა. რატომღაც მეგონა, რომ ეს სენტრალსიტაბნული სპორტის სასახლის ვარიანტი იქნეოდა, ანუ ყველამ რომ იცის, ისეთი. სულაც არა. ბაბუა გაკვირვეული გვიყურებდა და ზუსტ მისამართს ელოდა.

აქ ქეთის აღმოაჩნდა ზებუნებრივი სქილები და როგორღაც გააგებინა სად და რატომ გვინდოდა. ეს იყო მუნჯური ჟესტების, სამი ენის ნაზავისა და  ემოციების ნარევი. ფაქტია, რომ გაიგო და გზად აქტიურად გვიხსნიდა სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებს. რა თქმა უნდა, თურქულად. და ქეთისაც, რა თქმა უნდა, უკვე ესმოდა🙂

ამ წარწერის დანახვაზე მეტად მგონი თავად ენტონი კიდისის დანახვაც კი არ გამხარებია:

Image

და დაგვხვდა რიგი. ამდენი ადამიანი ერთად მარტო მიტინგებზე მინახავს (საქართველოს შვილი). ჩავდექით ამ ზოზინა რიგში და როგორც იქნა შევაღწიეთ იქ, სადაც უნდა აღსრულებლიყო კონცერტი.

ჰო, ქეთი ამ რიგში თავის სიყვარულს შეხვდა🙂

შიგნით არ იყიდებოდა ალკოჰოლი. სამაგიეროდ, იყო ბევრი საჭმელი. ვინაიდან ლაივამდე (თურმე :|) საკმაო დრო იყო დარჩენილი, დავსხედით მინდორზე და  ფოტოების გადაღება დავიწყეთ:

Image

მოგვიანებით დანარჩენებიც შემოგვიერთდნენ და დრო საკმაოდ მალე და სასიამოვნოდ გავიდა. გარშემო უამრავი ადამიანი ტრიალებდა, ყველა კარგ ხასიათზე იყო და ალკოჰოლის სუნი არავის არ ასდიოდა. მოკლედ, ძალიან მაგარი იყო.

პეპერსებამდე სცენაზე გამოვიდა ადგილობრივი ჯგუფი ათენა. თურქები გაგიჟდნენ, ყველა მღეროდა და ცეკვავდა. დანარჩენები, ცოტა არ იყოს, დაბნეულები ვიყავით. ბოლოს ჩვენც შევუერთდით:)

და ათის ნახევარზე უკვე გამოვიდნენ ისინი. აააააააააააააააააა ეს იყო ძალიან, ძალიან მაგარი ემოცია. არ ვიცი, რამდენი ათასი ადამიანი ვიყავით, მაგრამ ყველა ერტად ვმღეროდით. ჰო, მართლა, კისერზეც ვიჯექი🙂 და ვიყავი პიონერი, ჩემს მერე ყველამ გაბედა. ისე, ნეტა როგორ აქვს დათოს კისერი -__-

ჩემი საყვარელი სიმღერა დაუკრეს, Can’t stop.  არ ვიცი, რატომ მიყვარს განსაკუთრებით, ან იმათ რატომ ამოარჩიეს, მაგრამ ძალიან მესმიამოვნა.

Image

დაახლოებით, საათნახევარი უკრავდნენ. ისე მალე გავიდა დრო, რომ ვერ ვიგრძენით. ძალიან დამწყდა გული, როცა სცენა დატოვეს, კიდევ მინდოდა : ( გამოვედით ეს ზღვა ხალხი სანტრალისტანბულიდან და შევუდექით სახლისკენ გზას. წარმოდგენაც არ გვქონდა, რომ სახლში წასვლა სულაც არ იქნებოდა მარტივი და უმტკივნეულო ამბავი…

To be continued : ) : )

7 thoughts on “სტამბოლის დღიურები, ნაწილი 4 (ლაივი)

  1. ასეთსქილიანი ხალხი გამოსადეგია უცხოეთში :ლოლ:
    რა მაგარია პეპერსის კონცერტზე, მაგრამ არაუშავს, სადღაც 120–30 წელში საქართველოშიც ჩავლენ და უფასო შოუ ექნებათ, მერე მეც ჩამოვალ ჩემს შვილიშვილებთან ერთად :დ

  2. ისინიც შვილიშვილებთან ერთად იქნებიან და მერე ბავშვები ერთად ითამაშებენ🙂🙂

  3. ჰო… ის რომ სტამბოლი იაფი საშოფინგო ქალაქია, მითია🙂 იაფია ის, რაც ნაგავია. რაც კაია და ბრენდია ძვირია… თურქული ბრენდებიც კი ძვირია – რამდენიმე ლამის უკვე პარიზულებს ეთამაშებიან ფასებით🙂

    ისე, სხვა შოფინგ ცენტრს გირჩევდით, მარა ახლა რა აზრი აქვს🙂

  4. ჰოდა ისა… თურქ მამაკაცებს როგორ აუდიოდით? :):)

  5. მამაკაცებთან ერთად ვიყავით და არ გვაწუხებდნენ🙂 ან არ მოვწონდით, რა ვიცი🙂🙂

  6. წესით უნდა მოწონებოდით🙂

    სამომავლოდ პოსტს დავწერ🙂 მეც მივდივარ ახლა მაქეთკენ და მერე დავწერ პოსტს.
    ისეთი ანტითურქული ისტერიაა ჩვენთან ატეხილი რომ მართლა უნდა დავწერო ერთი პოსტი სტამბოლზე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s