სტამბოლის დღიურები

სტამბოლის დღიურები, ნაწილი 3

ჩვენს სასტუმროს Cordial house ერქვა, რომელსაც შესაბამისი კითხვაც ამშვენებდა:

 ჰოსტელში სამი საათისთვის მივედით, დავყარეთ ჩანთები და დავეყარეთ ჩვენც. გარეთ საკმაოდ ცხელოდა და გულით ვინანე, რომ ჯინსებით ვიყავი წასული. სტამბოლი ძალიან  ხმაურიანი ქალაქი აღმოჩნდა, განსაკუთრებით კი ჩვენი უბანი, სადაცმ უამრავი ტურისტი ირეოდა და ათასნაირ ენას გაიგებდით. ერთსაათიანი შესვენების მერე პეპერსების ლაივის ბილეთების ასაღებად წავედით. Biletix-ის ოფისი ერთ ძალიან ლამაზ და მრავალფეროვან ქუჩაზე მდებარეობს, რომლის სახლიც ცხრაჯერ ვკითხე დათოს, მაგრამ ვერცერთხელ ვერ დავიმახსოვრე : ( istiklal cad ყოფილა, დავგუგლე ^_^ მთელი ქუჩის ჩაყოლებაზე მაღაზიები და კაფეებია, შუაში ლამაზი ტრამვაი დადის, რომელსაც ხალხი აქეთ-იქიდან ახტება და, მოკლედ, კარგი ადგილია.

 მე და ქეთის ჩექლისთი გვქონდა, თუ რა უნდა გაგვესინჯა თურქეთში (გვენახა კი არა, გაგვესინჯა🙂 ) მაგალითად, სტარბაქსი და ბურგერ კინგი, რაზეც კარგად გემრიელად დავიცინეთ დათოსგან. მაგრამ, დაცინვამ ჩვენი ტურისტული სული ვერ ჩაკლა და ორივეგან ვიყავით. და ძალიანაც კმაყოფილები დავრჩით.

ბილეთები უპრობლემოდ და ძალიან მალე ავიღეთ. არადა, ყიდვის მომენტიდან შეშფოთებულ მეილებს მწერდნენ, დროზე თუ არ აიღებთ ისეთ რიგებში მოხვდებით, ისეთ რიგებშიო რომ ოოოოო. რიგები არა ისა, ჩვენს გარდა არც არავინ ყოფილა. მგონი, ეგ ერთადერთი შემთხვევა იყო ამ ვოიაჟის დროს, როცა რიგებს ავცდით.

მოვიარეთ მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, ქუჩები და საღამოსკენ უკვე ვეღარ ვინძრეოდით, ისეთი დაღლილები ვიყავით. თუმცა, ტურისტული სული ჯერ კიდევ მძლავრობდა და ჰოსტელში მისულები ისევ გარეთ გამოვედით. ავარჩიეთ ერთი კაფე, რომელსაც სადღაც ზემოთ ტერასა ჰქონდა და დავსხედით. გარეთ. და წაგვიღო ქარმა.  სამაგიეროდ, ხედი იყო ძალიან ლამაზი, მეჩეთებით და მინარეთებით ( გამგები გაიგებს🙂 ) ვიყავით გარშემორტყმულნი.

ჰოსტელში დაბრუნებულებს კიდევ გვქონდა ხეტიალის გეგმები, მაგრამ ტურისტულმა სულმა (და ჩვენც მასთან ერთად) გემრიელად დაიძინა.  მეორე დღეს დიდი დღე იყო-პეპერსების ლაივი გველოდა!

To be continued : ) : )

One thought on “სტამბოლის დღიურები, ნაწილი 3

  1. პერას ქუჩაა ეგ იგივე. სტამბოლის ერთ-ერთი საუკეთესო ქუჩაა. ევროპული.🙂 და ძალიან ძვირი.🙂 ყვავილების ქუჩაა მანდ – ფრანგულ სტილში შენობებით და რამე.

    ჰოდა სთარბაქსიც და ბარგერიც ძაან მიყვარს მე🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s