სტამბოლის დღიურები

სტამბოლის დღიურები, ნაწილი 1

გადაწყვეტილებებს რთულად ვიღებ. მოსაფიქრებლად დიდი ხანი მჭირდება.

გამონაკლისი ერთი ხუთშაბათი იყო.

ქეთიმ სკაიპში მომწერა, რომ შემდეგ შაბათს Red Hot Chili Peppers-ის ლაივზე მიდიოდა, სტამბოლში. და უცებ ყველაფერმა ერთად დამკრა თავში:

  • სტრესული ზაფხული რომ მქონდა
  • რომ არ დამისვენია საერთოდ
  • თავგადასავლები რომ არასდროს მქონია
  • პეპერსებიც რომ მიყვარს
  • და ა.შ.

ბევრი არ მიფიქრია, ავდექი და ეგრევე ბილეთები ვიყიდე. მეილზე რომ კოდი მომივიდა, მხოლოდ მაშინ დავაფიქსირე, თუ როგორ უცებ და სპონტანურად მივიღე გადაწყვეტილება. და გამიხარდა. გამიხარდა იმიტომ, რომ ძველი ნატა არავითარ შემთხვევაში არ მოიქცეოდა ასე. დაჯდებოდა, ბევრს იფიქრებდა და, ბოლოს, არ წავიდოდა.

მე კიდევ მივდიოდი!

ლაივი 8 სექტემბერს იყო, ჩვენ კი 7-ში ვაპირებდით ავტობუსით წასვლას, რვაში დილით ბილეთების აღებას და საღამოს უკვე კონცერტზე დასწრებას. მეორე დღეს (შეზღუდული დროისა და ფინანსების გამო) ისევ უკან ვბრუნდებოდით.

ოთხშაბათს კიდევ ერთმა ახალმა იდეამ დამკრა თავში-მოდი, ხვალ წავიდეთ! და ერთი დღე სტამბოლის ქუჩებში ვიხეტიალოთ!

ასეც მოვიქეცით. საღამოს სახლში მისულმა გიჟივით ჩავყარე ჩანთაში აუცილებელი ნივთები და აღელვებულმა დავიძინე. ბუსამ იგრძნო, რომ მივდიოდი და თავის ჩვევას გადაუხვია-სკამის მაგივრად ჩემს ბალიშზე დაიძინა და მთელი ღამე ნაღვლიანად კრუტუნებდა.

დილით ადრე ავდექი, მოვიკიდე ეს ჩემი ჩანთა და ორთაჭალისკენ წავედი. მაქედან გადიოდა ჩვენი ავტობუსი, რომელსაც საკმაოდ უცნაური სახელი-ლუქს კარადენისი ერქვა (მგონი, კარადენისი შავ ზღვას ნიშნავს).

To be continued : ) : )

3 thoughts on “სტამბოლის დღიურები, ნაწილი 1

  1. ვაიმე ნატა როგორ მევასებით შენ და ქეთი❤
    და რამაგარია რომ წახვედით
    და მოუთმენლად ველოდები გაგრძელებებს :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s