სტამბოლის დღიურები

სტამბოლის დღიურები, ნაწილი 2

ჩვენი ავტობუსი დიდ, თეთრ მაცივარს ჰგავს. ქეთის ღრმა რწმენით ინტერნეტი და უსბ პორტიც უნდა ჰქონდეს.

არც ერთი აქვს და არც მეორე. უფრო სწორედ, ინტერნეტი არის, მაგრამ ადევს პაროლი, რომელიც არავინ არ იცის. იმდენად დიდია ქეთის ინტერნეტში შესვლის სურვილი, რომ ათასი კომბინაციის აკრეფის შემდეგ ამ პაროლს იცნობს :) მაგრამ, სულ ტყუილად-ინტერნეტის ღმერთი იმ დღეს არ გვწყალობდა და limited access-ს იქით ვეღარ წავედით.

დავიძარით 11:30-ზე. რა უნდა აკეთო 24 საათის განმავლობაში ავტობუსში? იძინო, იკითხო, ჭამო და სკამის საზურგეებზე დამონტაჟებულ ეკრანებზე ფილმებს უყურო. ეს უკანასკნელი რა მაგრად ჟღერს, არა?

არაფერიც! ფილმები თურქულად იყო გახმოვანებული. უფრო მეტიც-რამდენიმე იყო სულ ჩაწერილი და 24 საათის მანძილზე ერთი და იგივე ტრიალებდა. მაგალითად, რობერტ პატინსონისა და რიზ უიზერსპუნის საცირკო ფილმს მუნჯურად სამჯერ მაინც ვუყურეთ. ასევე ვუყურეთ თურქი პოპ-ვარსკვლავების კლიპებს. კიდევ კარგი, რომ მხოლოდ 24 საათი გვქონდა ამისთვის, თორემ ცოტა მეტიც და ალბათ სტამბოლში ჩასულები პეპერსებზე აღარც შევიდოდით და სადმე ადგილობრივ კონცერტს მოვძებნიდით🙂

მე ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობები მქონდა წაღებული, დიდი და სქელი წიგნი, რომელიც თავიდან კი გაიკვირვა ქეთიმ, რად გინდოდაო, მაგრამ მერე ასეთი თვალებით უყურებდა:

(ნუ ღელავთ, ვათხოვე).

თურქეთის საზღვრამდე ძალიან მალე მივედით. ყოველ შემთხვევაში, არ დავღლილვართ და თავს მხნედ ვგრძნობდით. გავიარეთ საზღვარზე პასპორტ-კონტროლი და ძალიან კამყოფილი დავრჩი ჩემი ბიომეტრული პასპორტის, ამაცილა რიგში დგომა  რიგში დგომა ჩვენი თავგადასვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, თუმცა, ამაზე მოგვიანებით.

გადავედით საზღვარზე, ჩავრთე როუმინგი და ჩავისუნთქე თურქული ჰაერი, რომელიც ქართულისგან აბსოლუტურად არაფრით არ განსხვავდებოდა. იგივე შემიძლია ვთქვა ბუნებასა და ლანდშაფტზე, დილით რომ გავიღვიძეთ თავისუფლად დავიჯერებდით რომ ისევ საქართველოში მივქროდით. ქეთის ინტერპრეტაციით, ნამდვილი თემქა იყო.

ჩვენი თეთრი მაცივარი ყოველ სამ საათში ჩერდებოდა. გაჩერებებზე იდგა სასწაულმოქმედი მასაჟორი-სავარძლები, სადაც ჩააგდებდი ერთ ლირას და ხუთი წუთის მანძილზე ისე კარგად გამასაჟებდა, რომ ჩიტივით მხნე აგრძელებდი გრძელ გზას🙂 გავსინჯეთ ადგილობრივი წარმოების გამაგრილებელი სასმელები, პირველად და უკანასკნელად-ეს იყო საზიზრობა! არანაკლები საზიზღობა იყო თურქული ტუალეტები, სადაც ქაღალდის მაგივრად ონკანი და თასი იდგა. ასე რომ, ვეცადე მთელი მგზავრობის მანძილზე ორივეს მოხმარება მაქსიმალურად შემეზღუდა.

სტამბოლში 14:00 საათისთვის ჩავედით.  დავჯავშნეთ უკან დასაბრუნებელი ბილეთები, გადავახურავეთ ფული და  ტრამვაი ვიპოვეთ.

მგზავრობა საკმაოდ ძვირი ღირს. ტრამვაის  ერთი ჟეტონი სამი ლირაა, ავტობუსის ორი, თუ არ ვცდები. ტაქსები ხომ თბილისელ კოლეგებთან შედარებით სამმაგს წერენ. იმ ადგილს, სადაც ჩვენი ჰოსტელი იყო, ჩემბერლი ტაში ერქვა. ან საერთოდ სხვა რაღაც, მაგრამ ასე ვეძახდით. ჰოდა, ვიპვოეთ რუკაზე ეს ჩემბერლი ტაში და დავიძარით სასტუმროსკენ, სადაც დათო უკვე გველოდებოდა.

To be continued : ) : )

One thought on “სტამბოლის დღიურები, ნაწილი 2

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s