უაზრო პოსტები

დიალოგი

-ორი წელია აქ ვარ- თქვა ჰერმანმა და  ხელები გულზე დაიკრიფა.

-ორი?-ეჭვით შეხედეს სხვებმა-შენ და ორი?

-და ამ ორი წლის განმავლობაში ამ დაწყევლილი ოთახიდან ერთხელაც არ გავსულვარ. ვზივარ და ვუყურებ, როგორ კარგავს უქმად დროს. ჰმ, რამე ღირებულს მაინც აკეთებდეს?!

ფიოდორმა ჩიბუხი დაბერტყა და თავიდან აანთო.

-აბა, მე რა მეთქმის, რამდენიმე თვეა, რაც აქ ვარ. მე და უმბერტო თითქმის ერთად მოვედით. სრულადაც არ ვარ, ჩემი მეორე ნაწილი ჯერ არც უყიდია. და როგორც ვატყობ, არც აპირებს-დაამატა ნაღვლიანად.

უმბერტო საუბარში არ ერთვება. ზის დაბოღმილი და არაფრის გაგონება არ სურს. ბოლოს მაინც ვერ ითმენს:

-ბოლო წლების ბესტსელერი მაინც არ ვიყო?! ვის შემოვუდივარ ასე თაროზე ამდენი ხნით, უქმად, გადაუშლელად?! რა, ეხალისებოდა ჩემი ჩანთით  თრევა თუ იმ სულელი კატის ბალიშად მიყიდა?

-ჰეჰე, ვერ მოინელო ახლა ის კატა-ჩაიცინა ჰერმანმა.

-არა, მთლად გაუნათლებელიც არ არის-წამოიწია ფიოდორი-კი კითხულობს რაღაცეებს, თხელ-თხელი წიგნები მოაქვს და მთელი დღე მაგათ უზის.

-ნუ იცავ შენ!-გაცხარდა უმბერტო-ნუ იცავ! მთავარი რაოდენობა კი არა, ხარისხია. ჩვენი ასე დამტვერვა იქნება? იცოდეს მაინც, რამდენი ღამე გამითენებია მაგისთვის და მაგისნაირებისთვის.

-არ თქვა, არ თქვა… -ამოიოხრა ჰერმანმა.

-ჰმ, ისევ ეს კატა მოდის. ერთხელაც იქნება და თავს დავიხევ, რა დავაშავე ამისთანა!-იყვირა უმბერტომ.

ამ დრო გამოვდივარ მე, ბუსას წიგნს ვაცლი და კარადაში ვდებ. 

ოდესმე წაგიკთხავთ :( 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s