ყველაფერი ჩემ შესახებ

Memory remains

ერთი ძალიან ცუდი ჩვევა მაქვს: ყველაფერს ვინახავ. “ყველაფერი” შეიძლება იყოს ქაღალდის ნაგლეჯი, კინოს ძველი ბილეთები, ტოფიტას ერთი ცალი კანფეტი, მაკდონალდსის ყავის ჯოხი, საჩუქრების ძველი ყუთები, ბლოკნოტები, პარკები და ათასი წვრილმანი რამ.

ეს ერთი შეხედვით უსარგებლო და უაზრო ნივთები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია: თითოეულ მათგანს თავისი ისტორია აქვს, რომელიც წარსულში მაბრუნებს.

წარსულში დაბრუნება კარგია, თუ ის აწმყოს ლოგიკური წინაპარია. მაგრამ, როდესაც თქვენი აწმყო უახლოესი წარსულისგან მკვეთრად იმიჯნება და არაადეკვატურად გრძელდება, ამ ნივთებმა შეიძლება სერიოზული დეპრესია დაგმართონ.

ამ დროს არ უნდა დაჯდე იატაკზე, გარშემო შემოიგროვო ეს ყველაფერი და არ უნდა მიეცე აპათიას. არ უნდა დაეგდო ძირს და არ უნდა იტირო მოგონებებით გარშემორტყმულმა. არ უნდა დანებდე მუქ  ფერებს და არ უნდა დაემალო რეალობას.

უნდა ადგე, აიღო დიდი პარკი და ყველაფერი ერთად ჩაყარო. მერე, ცივი სახით, გახვიდე სახლიდან და ეს დიდი პარკი ბუნკერში მოისროლო.

იმავე წამს გენდომება თან გადაყოლა და ყველაფრის სათითაოდ ამოკრეფა, შეკოწიწება, აღდგენა, მაგრამ არ უნდა ქნა. რაც დამსხვრეული და გაბნეულია, იმას ვეღარ გაამთელებ.

კი გინდა, მაგრამ ვერ იზამ.

 

 

2 thoughts on “Memory remains

  1. მეც ვაგროვებ ეგეთ რამეებს და მერე სქრეფ-ბუქში ვამაგრებ თავის წარწერებით :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s