Busasa

ოთახში ავი ბუსაა!

რა მაგრად მესმის ახლა იმ დედების, რომლებსაც ღამე ბავშვები არ აძინებენ. მე ბუსა არ მაძინებს. ბავშვი მაინც იყოს, ასე უმოწყალოდ არ დამკბენდა. რისი ბრალია-კბილები ამოსდის, თამაშობს თუ ნაწყენია?  ხელები მაგის წვრილი კბილებისგან სულ წითლად მაქვს დაწინწკლული. ოღონდ, მარტო მარჯვენა. არ ვიცი, რა დაუშავა მარცხენა ხელმა, მაგრამ ფაქტია, რომ დიდად არ წყალობს🙂

გუშინდელი ღამე გავათენეთ. ბუსას უძილობა აწუხებდა (ეტყობა, მთელი დღე ეძინა).  რა ენაღვლება, ეგ მოდის დილით სამსახურში თუ მე. მაგიდაზე იჯდა ჩასაფრებული და მელოდებოდა, ცალ თვალს მაინც თუ გავახელდი. მერე სწრაფი ნახტომით ჩემს საწოლზე ჩნდებოდა და მარჯვენა ხელს კბენდა. აი, ძალიან შემაწუხა. როგორია აგვისტოს ცხელ, ჩახუთულ ღამეს ყელამდე აფარებული ზეწარი?  ხომ არის ღირსი, შემოვახვიო და ისე დავაძინო🙂

მგონი, გაბუტულია და სპეციალურად მკბენს. მთელი დღე მარტო უწევს ყოფნა, რაც არ მოსწონს. ძალიან კომუნიკაბელური კნუტია🙂 აკრულია კარზე და ელოდება ნებისმიერს, ვინც ეთამაშება, არბენინებს და აკბენინებს.

ახლაც ზის ოთახში გაბუსული. სამსახურში წამოსვლის წინ დავუყარე საჭმელი, სათამაშოები და ხელიც დავუქნიე. ხელს მშიერი თვალები გააყოლა, დაიფრუტუნა და კარისკენ გამოქანდა, რომელიც სასწრაფოდ მოვხურე და წამოვედი.

თავს იმით ვიმშვიდებ, რომ კატაა და ადამიანები, იდეაში, მაგრად ვკიდივართ.

ესეც ჩემი ავკაცი❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s