Busasa

ბუსა

პარასკევი საღამო იყო, ექვსი ივლისი. ჩემს ოთახში ვიჯექი და გრეის ანატომიას ვუყურებდი. დამირეკა, ჩამოდიო.

ჩავედი.

მანქანაში ჩავჯექი.

უკანა სკამიდან კნავილი მომესმა.

წარმოგიდგენიათ? კნავილი. გული გამიჩერდა იმის ფიქრში, თუ რას შეიძლებოდა ეკნავლა.

ხელების კანკალით გავხსენი პლასტმასის გალიის კარი და აცახცახებული კნუტი გულში ჩავიკარი.

ასე გავიცანი ბუსა. ბუსა ჩემი ოცნება იყო. ვინც კი მიცნობს ან არ მიცნობს ყველამ იცოდა ამის შესახებ.

აი, ასე ამიხდა ოცნება ერთ პარასკევ საღამოს.

ახლა ჩემი ოცნება ოთახებში გიჟივით დარბის, ახალ-ახალ სიმაღლეებს იპყრობს და ყველას სიგიჟემდე გვიყვარს.

18 ივლისს ორი თვის ხდება. მე კი ერთი სული მაქვს, როდის გაიზრდება და ისეთი მსუქანა  კატა გახდება, როგორიც ფოტოებში მინახავს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s