as it is · ყველაფერი ჩემ შესახებ

ჩემი მართვის მოწმობა

ბოლო სამი წელი მართვის მოწმობის აღებას ვგეგმავდი. ხან რამ შემიშალა ხელი, ხან–რამ. ბოლოს კი შევარჩიე ამისთვის ყველაზე არახელსაყრელი, მოუხერხებელი პერიოდი და დავიწყე თეორიისა და პრაქტიკის სწავლა.

პირადი პრობლემები და აუტანელი სიცხე ხელს ერთნაირად მიშლიდა. მიჭირდა დილის შვიდ საათზე ადგომა და რვაზე უკვე გაკვეთილზე ყოფნა, გზად რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა, საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულს ბილეთების კეთება, ღამე კი ამ ყველაფერზე ერთად ფიქრი.  მაგრამ, არ ვაძლევდი თავს აპათიასა და დეპრესიაში გადავარდნის უფლებას. ვცდილობდი, რომ ყველანაირი ძალა და ნებისყოფა ერთად მომეკრიბა და ყველასთვის (პირველ რიგში კი, საკუთარი თავისთვის) დამემტკიცებინა, რომ მე ამას შევძლებდი.

მეშინოდა უზომოდ. არა იმის, რომ გამოცდაზე ჩავიჭრებოდი, არამედ იმის, რომ ეს ჩაჭრა საბოლოოდ ჩამიკლავდა ბრძოლის სურვილს. მომენტებში თავი მაგრად მეცოდებოდა, ცრემლები მადგებოდა, ვტიროდი კიდეც. თუ ვინმეს შევეცოდებოდი და მითანაგრძნობდა, უფრო მეტს ვტიროდი🙂

დღეს ქარში მარტო და ბეჩავი წავედი რუსთავში, სამარშრუტო ტაქსით. ვგრძნობდი, როგორ მიპყრობდა აუტანელი ნერვიულობა. მაქსიმალურად ვცდილობდი დამეძლია შიში, რადგან ნერვიულობაზე მეტად პრაქტიკულ გამოცდაზე ხელს ვერაფერი ვერ შეგიშლით. უნდა მოიკრიბოთ ძალები, გააკეთოთ კონცენტრირება საქმეზე და  გამოიყენოთ ყველა ის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რაც გაქვთ. არაფერი არ გიშლით ამაში ხელს, არც გამომცდელი, არც ამინდი, არც ის, არც ეს. მხოლოდ საკუთარ თავზე ხართ დამოკიდებული.

როცა კომპიუტერმა გამოცდის წარმატებით ჩაბარების შესახებ მამცნო, სიხარულისგან სმენა დავკარგე და არ გამიგია ბოლო სიტყვები. არც ის მახსოვს, მართვის მოწმობის ასაღებ ადგილად რუსთავი მივუთითე თუ თბილისი .  მარტო ის მახსოვს, რომ გახარებული გადმოვხტი და მთელ რუსთავს ვახარე, რომ გამოცდა ჩავაბარე!

დავურეკე ყველა ახლობელს, არაახლობელს, ნაცნობს, უცნობს🙂

წამოვედი ისევ ქარში, ეული და მარშრუტკით, მაგრამ ბედნიერი და ამაყი! აი, ეგრე : )

მე ეს შევძელი. მიუხედავად  ყ ვ ე ლ ა ფ რ ი ს ა,  მე ეს შევძელი!

2 thoughts on “ჩემი მართვის მოწმობა

  1. აქაც გილოცავ🙂

    აქ დამთავრდება ცუდი პალასა🙂 I believe🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s