უაზრო პოსტები

ლიზბეთი

ახლახანს დავამთავრე სტიგ ლარსონის წიგნის კითხვა.

ცხოვრებაში არ წამიკითხავს ასეთი გაწელილი წიგნი. ან, ახლა არ მახსოვს. ფაქტია, რომ მეგონა არასდროს აღარ დამთავრდებოდა და უმნიშვნელო დეტალებისა და სიტუაციების აღწერა არასდროს არ შეწყდებოდა. “გოგონა დრაკონის ტატუთი” ერთი პერიოდი საკმაოდ პოპულარული იყო ქართველ ბლოგერებში და სულ მაინტერსებდა მეც წაკითხვა.

არა, ცუდი და უინტერესო ნამდვილად არ იყო. თან მე დეტექტივები დიდად არ მიყვარს და შეიძლება ამიტომაც შევწუხდი. მაგრამ, ვერ მივხვდი, რა საჭირო იყო ორი ისტორიის ერთ წიგნში გაერთიანება და ერთი ამბიდან მეორეზე გადახტომა? ან ლიზბეთ სალანდერის ისეთ დეტალებში დახასიათება, როგორიც შავ მაისურზე გამოსახული წარწერა იყო? ან ასტრიდ ლინდგრენის გარევა რაში დასჭირდა ავტორს, ბარემ ფონად აბბას მუსიკა დაედო და ეგ იქნებოდა🙂

ახლა ფილმი უნდა ვნახო. თურმე, მარტინ ვანგერის როლს სტელან სკარსგარდი თამაშობს. ვნახოთ, როგორ მომეწონება.

4 thoughts on “ლიზბეთი

  1. ლიზბეთ სალანდერი ჩემი უსაყვარლესი გმირია მთელს წიგნოთეკაში მგონი და მისი მაისურების წარწერები ძალიან მომწონს. მე ამერიკული ფილმი არ მომეწონა პირადად უნიჭოების ზენიტია ლიზბეთის როლის შემსრულებელი. შვედებმა გადაიღეს 2009ში სამივე წიგნზე ფილმი , პირველი ძალიან მაგარია o.O ძალიან მიყვარს მთავარი გოგო

  2. უი, არ მაქვს შვედური ვერსია ნანახი. შეგიძლია ლინკი დამიდო? ლიზბეთის გმირში ბევრი ლაფსუსია გაპარული, იმჰო. ადამიანს სკოლაში არ უვლია წესიერად და არსად არ უსწავლია, არადა საკმაოდ განათლებული და sophisticated ტიპაჟია. ვიზუალურობა, მაიკები და თმები ჰოო❤

  3. მეორე წიგნში ირკვევა რატოა ეგეთი მაგარი🙂 კითხულობს ბევრს რაც აინტერესებს. აი ფილმი მაგრამ მგონი ბლუმკვისტი არ მოეგეწონება ვიზუალურად😀😀😀😀 http://filmix.net/trillery/10311-onlajn-devushka-s-tatuirovkoy-drakona-the-girl-with-the-dragon-tattoo-2009.html

  4. ბლუმკვისტი ამერიკულში ისეთია, მმმ, კანფეტ🙂🙂🙂 მადლობა, ვნახავ მერე :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s