დასახარისხებელი პოსტები

მე და სვუპი

ცოტა შორიდან დავიწყებ:

2007 წელს ციფრული ფოტოაპარატი ვიყიდე, რომელსაც ჩასადები არ მოყვა. იმდენად ეიფორიაში ვიყავი, რომ ამ ფაქტს ყურადღება არ მივაქციე და, მოგვიანებით შევიძენ-თქო, ვიფიქრე.

2011 წელს ის ბებერი ციფრული ისე დამეკარგა, რომ ჩასადები არ ეღირსა. ვერაფრით მოვაბი თავი ახლის ყიდვას: ხან გასვლა მეზარებოდა, ხან ვიზუალურად არ მომწონდა, ხან ფული არ მქონდა თან და ასე.

იგივე ბედი ეწეოდა ჩემს ლეპტოპს, რომ არა სვუპი. იქნებოდა ჩანთის გარეშე და ვერსად ვერ წავიღებდი ამის გამო. ერთ დღესაც მეილზე მომივიდა შეთავაზება, რომ შემეძლო მეყიდა 53 ლარიანი ჩანთა 27 ლარად. უცებ თავში ნათურა ამენთო: მე ხომ ლეპტოპის ჩანთა  მართლაც მჭირდება! თან, აქვე წამოვეგე ფასდაკლების აქციას და “ყიდვას” დავაკლიკე. რამდენიმე დღეში მომივიდა ვაუჩერი, რომლის საფუძველზეც მაღაზია “ულტრადან” გამოვიტანე ძალიან საყვარელი, ხარისხიანი და პრაქტიკული ჩანთა:

 Image
სვუპთან კონტაქტმა მეორედაც მომიწია. გუშინწინ ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნის, კნუტ ჰამსუნის “მისტერიების” შეთავაზება მივიღე. მისტერიები პირველად ოთხი-ხუთი წლის წინ წავიკითხე. წერეთლის ბიბლიოთეკიდან გამოტანილ ძველი წიგნით აღფრთოვანებული დავრჩი. ამიტომ, ყიდვა გადავწყვიტე. 14,90 ლარიანი წიგნი 8,90-ად. რატომაც არა?
 Image
ორივე შენაძენით საკმაოდ კმაყოფილი ვარ. გირჩევთ თქვენც გამოიწეროთ სვუპის სიახლეები და ისარგებლოთ კიდეც.
უახლოეს მომავალში ვოვოვოს გავტესტავ ^_^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s