ყველაფერი ჩემ შესახებ · ჯანსაღი ცხოვრების ერთი კვირა

მეტი ვიძინოთ

მიუხედავად იმისა, რომ უკვე თერთმეტის ნახევარია და უმრავლესობას უკვე დიდი ხანია გვღვიძავს, დარწმუნებული ვარ, რომ თვალებს მაინც ძლივს ვახელთ, მოთენთილები ვართ და დილის საათებში დიდი პროდუქტიულობითაც არ გამოვირჩევით. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ძილი გვაკლია. ძველი, მშობლიური, ტკბილი ძილი. ამბობებ, რომ, სულ მცირე, რვა საათი უნდა გეძინოს. იმასაც ამბობენ, რომ ეს მაინც ინდივიდუალურია და ყველა თავისით გამოიმუშავებს საკუთარ ოპტიმალურ დროს. ამ ბოლო დროს ვფიქრობ, რომ რვა საათის თეორია გაცილებით უფრო მყარია, რადგან ჩემ გარშემო ხალხს  ძილი მასიურად აკლია.

ადრე ადგომა პრობლემა არაა. რვაზე იღვიძებ თუ ცხრაზე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ზოგიერთ ქვეყანაში სამუშაო დღე გაცილებით ადრე იწყება, დილის გადაცემის წამყვანები კი, საერთოდაც, ხუთზე დგებიან, მგონი!!!

მთავარია დროულად დაძნება. ჩემს შემთხვევაში, თერთმეტზე. თან:

  1. არანაირი ინტერნეტი. სერიალების ყურებამ ისე შეიძლება შემიყოლიოს, რომ თერთმეტზე კი არა, სამზეც ვეღარ დავიძნო.
  2. არანაირი ძილის წინ კითხვა. წიგნებს, უმეტესობა, ძილის წინ კითხულობს. აბა, დღისით ვის აქვს მაგის დრო. ძილის წინ წაკითხული კი მე სიზმრებში კოშმარებად მყვება და მერე მთელი ღამე ამა თუ იმ სიუჯეტს ვხედავ, რაც ემოციურად ძალიან მღლის და დილით გატანჯული ვიღვიძებ.

ამ პირობებს თუ შეასრულებთ, დილით არც თვალები გექნებათ ჩაშავებულ/ჩაწითლებული, არც ადგომა დაგეზარებათ, არც მოთენთილობა შეგაწუხებთ და სამსახურსა თუ უნივერსიტეტშიც უფრო მხნედ წახვალთ.

ეჰ, სალაპარაკოდ ადვილია, შესრულება კი-ძნელი. დღესაც ვეცდები ადრე დაძინებას. დილითაც ადამიანურად მოვემზადები, და არა ასე:

2 thoughts on “მეტი ვიძინოთ

  1. მიყვარს ძილი^^
    მეც ძილის წინ ვკითხულობ წიგნებს რადგან დღე ამის დრო არ მაქვს ^^
    არანაირი კოშმარები არ მესიზმრება ^^
    ძილი მაკლია…
    რეჟიმში ვერ ვარ ჩამჯდარიი რაც ინტერნეტის ბრალია ^^
    პ.ს პირველად ვარ ამ ბლოგზე.
    შემოგივლი ხოლმე ^^
    შენც შემომიარე შევეცდები კარგად გაგიმასპინძლდე😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s