ყველაფერი ჩემ შესახებ

ჩემი კბილის სევდიანი ისტორია

I’m going to face one of my biggest fears!

გუშინ ჩემმა კბილმა კიდევ ერთი სტიმული მომცა: ჩამოტყდა. პრინციპში, საკმაოდ დიდხანს გაძლო: შვიდი წლის წინ დავიპლომბე, მგონი. ჰოდა, გუშინ ამოუვიდა ყელში ყველაფერი და წაბლის ხრამუნის დროს ჩამომტყდა.

არ მტკენია და არც მტკივა. მაგრამ, მთელი ღამე იმის შიშში ვიყავი, რომ ამტკივდებოდა და კელდებზე გამიყვანდა. საწოლის გვერდით დავილაგე ნიმესილები და ტკივილგამაყუჩებლები, მოვემზადე ფსიქოლოგიურად სტომატოლოგთან ვიზიტის თაობაზე და გულგახეთქილმა დავიძინე.

დილით არც მახსოვდა ჩემი კბილის ამბავი. უცებ დამკრა თავში. მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ ღამე არ გამათევინა და ამ მადლობის დასამტკიცებლად სამსახურში მოსვლისთანავე ჩავეწერე პირად ექიმთან ვიზიტზე, რომელიც ხვალ  სტომატოლოგთან მიმართვას გამომიწერს და მეც შევუდგები კბილების მკურნალობას.

ახლა მხოლოდ ერთი რამის მეშინია: არცერთი კბილი არ გამიხდეს ამოსაღები და ყველას გადარჩენა შეძლონ😦 წარმოდგენაც კი მზარავს ფაიფურის თუ რაღაც ოხრობის კბილის ჩადგმაზე😦

ასე რომ, დიდი მადლობა ჩემო კბილო და შვიდწლიანო პლომბო. თქვენ რომ არა, ამ ნაბიჯს ნამდვილად არ გადავდგამდი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s