უნივერსიტეტი

მოულოდნელობების უნივერსიტეტი

ცხოვრებამ უცნაური სიურპრიზების გაკეთება იცის. როდესაც კარგს ელოდები, იმედი მწარედ გიცრუვდება. ხანდახან კი ისე სასიამოვნოდ გაოცდები, რომ მეტი არ შეიძლება. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ უნივერსიტეტში მოხვედრით ცხოვრების ყველაზე დიდი იმედგაცრუება განვიცადე.

  • არეულ-დარეული ცხრილი;
  • ლექციებს შორის ორ-სამსაათიანი ფანჯრები;
  •  შეუმდგარი ჯგუფები;
  • არასაკმარისი ადგილები საგნებზე;

სამაგიეროდ, წელს იმავე უნივერსიტეტში მოხვედით ძალიან გამიმართლა. ყოველ შემთხვევაში, ახლა ასე ვთვლი.

  • ჯგუფი 14 ადამიანისგან იქნება დაკომპლექტებული და მთელი ორი წელი არ დაიშლება;
  • ცხრილი მზად გვაქვს და საგნებს არ ჩვენით არ ვარეგისტრირებთ;
  •  ლექციებს ავსტრიელი პროფესორებიც წაგვიკითხავენ;
  • თეორიის გარდა იქნება პრაქტიკული მუშაობაც!

ალბათ, გაგიჩნდებათ თქვენც ის კითხვა, რაც ჩვენმა რექტორმა “ლაბორატორიის” სტუდენტებს დაუსვა: თუ ასე ძალიან არ მოგწონდათ უნივერსიტეტი, მაგისტრატურაზე რაღას აბარებდით აქო?

ჩემს მიერ არჩეული პროგრამა სხვა უნივერსიტეტს არ აქვს. ან, შეიძლება აქვს და ეს ინფორმაცია ჩემამდე არ დადის. თანაც, მაინც რჩება იმედი გულში, რომ უნივერსიტეტში რაღაც გამოსწორდება და შანსი გექნება ის ოცნება აიხდინო, რომლისაც პირველ კურსზე, ოთხი (ჩემს შემთხვევაში, ხუთი) წლის წინ გჯეროდა.

ძალიან პათეტიკურად ვჟღერ. მაგრამ, რა ვქნა, ძალიან უცხოა ჩემთვის თსუ-თი კმაყოფლების შეგრძნება და ვერ ვეჩვევი. ის გრძნობაც ძალიან მომწონს, “ახალი ფურცლის გადაშლა” რომ ჰქვია.

2 thoughts on “მოულოდნელობების უნივერსიტეტი

  1. გილოცავ მაგისტრატურაში ჩაბარებას🙂 (ვფიქრობ მაგაზე ლაპარაკობ ) წარმატებებს გისურვებ🙂

  2. მაგარია, !🙂 გილოცავ. მეც წელს ჩავაბარე მაგისტრატურაზე, მეც თსუ-ში და მე გერმანელი ლექტორები მყოლება : )))))))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s