ერთი თვე · ყველაფერი ჩემ შესახებ

ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში (საკმაოდ ხმაურიანი სათაური :დ )

არ მინდოდა ამაზე მანამ დამეწერა, სანამ ზუსტი პასუხი არ მეცოდინებოდა.
ადრეც მიხსენებია ეს თემა, ერთ-ერთ ბოლო პოსტშიც ვწუწუნებდი ამ პრობლემაზე.
მოკლედ, წარმატებით გავიარე სამაგისტრო გამოცდები და სტუდენტი გავხდი, ისევ.
ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, “ორგანიზაციის განვითარებასა და კონსულტირებაზე”.

 თსუ  2010 წელს დავამთავრე. სამწუხაროდ, არ მოვხვდი იმ ბედნიერ ადამიანთა რიგში, რომლებმაც 16 წლის ასაკში სწორად აირჩიეს პროფესია. ჩემგან ურიგო ჟურნალისტი არ გამოსულა, მაგრამ ჩავთვალე, რომ სხვა სფეროში უფრო მეტი წარმატების მიღწევა შემეძლო. რა სფეროში? ეს მაშინ არ ვიცოდი. გამრჩეულად არაფერი მაინტერესებდა, საკუთარ თავს ვერსად ვერ ვხედავდი და ა.შ.

შესაბამისად, მაგისტრატურაში საერთოდ არ ჩავაბარე. შეშფოთდა ოჯახი. მე კიდე მოკლედ ავუხსენი, რომ ეს წელი მხოლოდ ვიმუშავებდი და თუკი რაიმეს მოვიფიქრებდი, სად გაიქცეოდა უნივერსიტეტი და სწავლა? მომავალში ვცდიდი. მათაც გამიგეს და ზედმეტი კითხვები აღარ დაუსვამთ.

წელს მომინდა ჩაბარება. ერთხელაც, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა   ფაკულტეტს ვათვალიერებდი და აღმოვაჩინე “ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება”. ამასობაში, ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებაც დაგროვილი მქონდა და ეს ახალი ( ნუ, ჩვენთან ) სფერო ძალიანაც მაინტერესებდა.

  • საბუთები შევიტანე;
  • გამოვიყენე უნარების შარშანდელი ქულა;
  • გამოცდაზე გავედი (მაღლივი, დილა, სიცივე, უამრავი ხალხი, ჩანთების დატოვება, ნომრის რიგში დგომა, დამკვირვებლების აქეთ-იქით სიარული და ა.შ);
  • დაველოდე 23 სექტემბერს და ჩარიცხულთა სიებში ჩემი სახელი და გვარი აღმოვაჩინე : )

ძალიან გამიხარდა.

სწავლა 10 ოქტომბერს, ჩემს დაბადების დღეზე გვეწყება🙂 ძალიან მაინტერესებს ჩემი 13 ჯგუფელი, რომლებიც ფეისბუქზე უკვე დავძებნე🙂

Tsu, here I come again!

7 thoughts on “ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში (საკმაოდ ხმაურიანი სათაური :დ )

  1. გილოცავ

    წარმატებები

    მეც ვიწყებ სწავლას ხვალიდან🙂

  2. კარგია. არც მე გავიარე მაგისტრატურა და საერთოდაც მოუფიქრებლად ავირჩიე პროფესია, გაურკვეველი პროფესიის გამოვედი🙂 პოლიტიკური მეცნიერი თუ პოლიტოლოგი თუ პოლიტიკური ექსპერტი, კაცმა არ იცის.

  3. წარმატებებს გისურვებ! თსუ მიყვარს, მიყვარს, მიყვარს. რა ვქნა, ზოგი აქებს, ზოგი საშინლად აძაგებს, მაგრამ ჩემთვის, მაინც, მსოფლიოში საუკეთესო უნივერსიტეტია.

    მაინტერესებს, რას ისწავლი და ვინ იქნებიან შენი ლექტორები, სოც.პოლიტ. ფაკულტეტის ნაცნობი ლექტორები ნეტა??? დაწერე ხოლმე რა!!!

  4. გილოცავ!🙂 ჯერ ისევ გაურკვევლობაშI ვარ🙂 ჯერ არ ვიცი საბოლოოდ სად გავხდები მაგისტრი🙂

  5. პროგრამის ხელმძღვანელი ნოდარი ბელქანიაა, სხვა ლექტორების სახელები არ ვიცი ჯერ. დავწერ სწავლის პროცესს აუცილებლად : ) მეც მიყვარს თსუ, გულის სიღრმეში🙂

  6. ui, warmaტებები და გილოცავ ისევ სტუდენტობას

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s