ერთი თვე

სასიკვდილო დიაგნოზი

საჭიროა ჩვენთვის იმის ცოდნა, თუ როდის მოვკვდებით?

ადამიანთა უმეტესობა თვლის, რომ არა. და ამიტომაც, არ ვიცით. ისინიც კი, ვინც მკითხავებთან ხშირად დადიან და მსგავსი შესაძლებლობების სწამთ, ამ კითხვის დასმას ერიდებიან და თავს არიდებენ.

გუშინ დავფიქრდი, რამდენად საინტერესოდ და კარგად ვიცხოვრებდი ჩემი სიკვდილის თარიღი რომ ვიცოდე. უამრავი რამის გაკეთება, ნახვა, გამოსწორება, შეგრძნება და გამოცდა მინდა, რომლებსაც სამომავლოდ ვდებ. რომ ვიცოდე, რომ ეს მომავალი შეზღუდულია, ყველაფერს მოვასწრებდი და ბედნიერი მოვკვდებოდი.

ალბათ, ამას გრძნობენ ის ადამიანები, რომლებსაც სასიკვდილო დიაგნოზი აქვთ დასმული. ისინი, ვინც ჯერ ლოგინად არ არიან ჩავარდნილნი, ჩვეულებრივად ცხოვრობენ და უცებ იგებენ, რომ მალე მოკვდებიან. რეალურად, არ მქონია მათთან კავშირი და არ ვიცი, როგორ ცვლის განსაზღვრული სიკვდილი მათ ცნობიერებას; კარგავენ თუ არა იმ პატარა ცხოვრების ხალისს, რომელიც დარჩენიათ; ვარდებიან თუ არა აპათიაში ან, პირიქით, ახალი ძალებით ებრძვიან სენს.

ჰოლივუდს რომ ჰკითხო, ასე უმკლავდებიან სენს სწორი ნაწლავის კიბოთი დაავადებული ადამიანი და მისი ექიმი.

მარლის ოპტიმიზმი და სიცოცხლის სიყვარული ძალიან, ძალიან არარეალურია. არსებობენ ასეთი ადამიანები? უყურებს ვინმე ცხოვრებას ასე თამამად და ლაღად? ბუნებრივად გიჩნდება კითხვა: რატომ უნდა კვდებოდნენ ასეთი ადამიანები ასე ადრე?

ან ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთი ასე უყვართ? გრიფინის და ფენიქსის ამბავზე ყოველთვის ვტირი. განსაკუთრებით, ბოლო კადრზე, როდესაც მათ ფერად წარწერებს ნაცრისფერი საღებავით შლიან.

რატომ უნდა შლიდეს სიყვარულს სიკვდილი? 

მთელი ეს სიცოცხლე, ბედნიერება, ოპტიმიზმი, სიყვარული, ლამაზად გათენება, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, მეგობრების სითბო, შინაური სიმყუდროვე ჩვენს გარშემოა. სამწუხაროდ, ხანდახან საშინელი სიმართლის გაგებაა საჭირო ამ ყველაფრის შესაგრძნობად. სიმართლე, რომელიც შეგაჯანჯღარებს და ყურში ჩაგძახებს, რომ ყველაფერი მოასწრო, რადგან ხვალინდელი დღე გარანტირებული არ გაქვს. არც არავის არ აქვს, უბრალოდ შენ ზუსტად იცი საკუთარი სიკვდილის თარიღი და ყველაფრის მოსწრების მეტი შანსი გაქვს.

მაშ, საჭიროა თუ არა ვიცოდეთ როდის მოვკვდებით?

One thought on “სასიკვდილო დიაგნოზი

  1. მე ქეით ჰადსონი და გაელ გარსია ბერნალი ერთად (თუნდაც ფილმში) ვერ წარმომიდგენია:/ მშურს, ჰო, კარგი :პ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s