ერთი თვე · სატელევიზიო შუები

ფრთხილად, სპოილერები!

გუშინ ორი სერიალის ყურება დავამთავრე. Glee და True Blood.

გლის მესამე სეზონი ნამდვილად არ ვიცი, როდის გამოდის. დიდად არც ვინტერესდები. სასიამოვნო საყურებელი სერალია, მაგრამ არა-ჩამთრევი. ბოლო ეპიზოდიც ვერ უვარგოდათ. ერთ სერიაში ჩატენილი ნიუ იორკი, ბროდვეი, წაგება, ფინის და რეიჩელის ამბები, სწრაფ-სწრაფად ახსნილი სიყვარული (კურტი და ბლეინი, მერსედესი და ის ქერა ბიჭი, ტომი), მისტერ შუს ვერ ახდენილი და თითქოს ახდენილი ოცნება რაღაც ვერ გამოვიდა კარგი. არც საფინალო გამოსვლა მომეწონა და, მოკლედ, უკმაყოფილო დავრჩი.

ვერც თრუ ბლადის ბოლო ეპიზოდით დავრჩი კმაყოფილი. წინა აშკარად ჯობდა, დაცემენტებული ერიკით და დედოფალს შებმული ბილით. არა, ეს ბოლო კადრი ცოტა სასაცილო იყო, მაგრამ მაინც : )). ასევე ძალიან მაღიზიანებდა ორ ვამპირს შორის ჩამჯდარი სუკი ტექსტით I love you both. ჯერ დადებილებული, მერე უგონოდ შეყვარებული ერიკი… კარგით, რა! სამაგიეროდ, კარგად დაიწყეს მარნის პერსონაჟით და ანტონიას ისტორიით. მაგრამ, ბოლომდე ამანაც არ გაამართლა. უძლიერესი მაგი ანტონია, რომელზეც მარნი ლოცულობდა  და ევედრებოდა, ბოლოში რატომღაც მაგრად დაჩმორდა და იგივე მარნი თავის ჭკუაზე ათამაშებდა 0_O. ან ჰესუსის მოკვლა რა საჭირო იყო? აი, ვის რას უშლიდა ეს სიმპატიური გეი? ახლა ისევ ერთი წელი უნდა გავიდეს და მანამდე ვერ გავიგებთ, თუ რა ბედი ეწია ტარას, ვისთან დარჩება სუკი, როგორ განვითარდება პემისა და ერიკის ურთიერთობა, რას გვიქადის ცემენტიდან ამომძვრალი რასელი და ა.შ.

ცოტა ხნის შესვენების მერე ფრინჯს დავიწყებ. ან ძმებ ვინჩესტერებს მივუბრუნდები, ან დამპალ ჰაუსს. საბედნიეროდ, არჩევანი დიდია🙂

 

One thought on “ფრთხილად, სპოილერები!

  1. მე გოსიპ გელი დავამთავრე ამას წინათ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s